ქართული (Georgian)English(United Kingdom)

Developed by JoomVision.com

There are no translations available.

ხარისხის კონტროლი.



აუდიტორული მომსახურეობის ხარისხის კონტროლის სტანადარტი


I.    საერთო დებულებები

1.    სტანდარტი ადგენს, საქართველოს დამოუკიდებელ ბუღალტერთა და აუდიტოერთა საზოგადოების (“ბას”) რეგლამენტს, აუდიტით დაკავებული მისი წევრების ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის (შემოწმების) განხორციელებისათვის.

2.    მომსახურეობის ხარისხის კონტროლის სისტემის შემოწმებისათვის, “ბას”-ის ხარისხის კონტროლისა და პროფესიული ეთიკის კომიტეტის მიერ იქმნება უფლებამოსილი ორგანო – კომისია 3-5 კაცის შემადგენლობით.

II.    ხარისხის კონტროლის მიზანი და ამოცანები.

1.    ხარისხის კონტროლის მიზანია იმის დადგენა:

1.1.    რამდენად შეესაბამება აუდიტორის*, როგორც აუდიტორული საქმიანობის სუბიექტის საქმიანობა აუდიტორული საქმიანობის მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობას, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს და ეთიკის კოდექსის ნორმებს;

1.2.    აკმაყოფილებს თუ არა, აუდიტორის მიერ განხორციელებული სამუშაო, აუდიტორული საქმიანობის ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს მათი დაცვის კუთხით;


1.3.    ხომ არ ეწევა აუდიტორი აუდიტორულ საქმიანობას იმ სფეროში, რომელშიც სათანადო გამოცდილება არ გააჩნია;

1.4.    ხომ არ საჭიროებს აუდიტორი მნიშვნელოვან დახმარებას პროფესიული ვალდებულებების შესასრულებლად.


--------------------------------------------------------
* მოიცავს “ბას”-ის წევრ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განახორციელონ აუდიტორული მომსახურეობა.    

III.    უფლებამოსილი ორგანო – კომისია.

1.    კომისიის წევრთა რიცხოვნობას, პირად შემადგენლობას და საქმიანობის წესს, ადგენს “ბას”-ის ხარისხის კონტროლისა და პროფესიული ეთიკის კომიტეტი;

2.     “ბას”-ის ხარისხის კონტროლისა და პროფესიული ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარე, თანამდებობრივად შედის კომისიის შემადგენლობაში, იმავდროულად არის კომისიის თავმჯდომარე და ხელმძღვანელობს მის საქმიანობას;

3.    კომისიის წევრები შეიძლება იყვნენ როგორც “ბას”-ის წევრები, ისე არაწევრი სპეციალისტები, რომლებსაც გააჩნიათ სათანადო ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, კვალიფიციურნი არიან აუდიტის,  კონტრო-ლისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებში;

4.    კომისია ადგენს ხარისხის კონტროლის გეგმას და გრაფიკს;

5.    ხარისხის კონტროლის შედეგების საფუძველზე კომისია:
5.1.    მომსახურეობის ხარისხის გასაუმჯობესებლად აძლევს შესაბამის რეკომენდაციებს იმ აუდიტორებს, რომლებიც საჭიროებენ მნიშვნელოვან დახმარებას;


5.2.    უდგენს აუდიტორებს გონივრულ ვადებს მომსახურეობის ხარისხის გასაუმჯობესებლად და ახორციელებს მონიტორინგს მიცემული რეკომენდაციებისა და ვადების შესრულებაზე;


5.3.    გატარებული ღონისძიებების მიუხედავად მდგომარეობის გამოუსწო-რებლობის შემთხვევაში, მიმართავს ხარისხის კონტროლისა და პროფესიული ეთიკის კომიტეტის დისციპლინარული ზომების გა-სატარებლად;  

5.4.    ჩატარებული ხარისხის კონტროლის შედეგების ანალიზის საფუძ-ველზე შეიმუშავებს საერთო რეკომენდაციებს მომსახურეობის ხა-რისხის გასაუმჯობესებლად;

6.    შემოწმებისას შესწავლას ექვემდებარება, აუდიტორი:

6.1.    იცავს თუ არა პატიოსნების, ობიექტურობის, დამოუკიდებლობისა და კონფიდენციალურობის მოთხოვნებს, ეწევა თუ არა მათ მონიტორინგს;

6.2.    რამდენად კვალიფიციური და კომპეტენტურია სამუშაოს შესასრულებლად;


6.3.    იცავს თუ არა, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს და ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარ-ტებს;

6.4.    აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ახორციელებს თუ არა აუდიტის დოკუმენტირებას;


6.5.    გააჩნია თუ არა, კლიენტების შერჩევისა და შენარჩუნების პროცედურები და იცავს თუ არა, აუდიტის დაგეგმვის მოთხოვნებს;

6.6.    იყენებს თუ არა გარე დახმარებას (კონსულტანტების, სპეციალისტების მომსახურეობას, მარეგულირებელი ორგანოების განმარტებებს), განსაკუთრებით რთული საკითხების გარკვევისა და გადაწყვეტილების მიღებისას;

6.7.    იცავს თუ არა, საერთაშორისო სტანდარტებითა და მარეგულირებე-ლი ნორმებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს.


IV.    ხარისხის კონტროლი (შემოწმება).

1.    კონტროლს (შემოწმებას) ახორციელებს ხარისხის კონტროლის სისტემის შემმოწმებელი (შემდგომში – “შემმოწმებელი”), რომელიც სახელშეკრულე-ბო პირობებით მოწვეულია კომისიის მიერ შემოწმების ჩასატარებლად;

2.    შემოწმებამ გავლენა არ უნდა იქონიოს აუდიტორის იმიჯზე, დამოუკიდებლობასა და ინფორმაციის კონფედენციალობაზე;


3.    შემოწმების პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს:

3.1.    აუდიტის ჩატარების სამართლებრივი უფლებამოსილებისა და კომ-პეტენტურობის შემოწმებას;  

3.2.    ხარისხის კონტროლის შიდა/შიდასაფირმო სტანდარტებისა და პროცედურების არსებობის შემოწმებას;


3.3.    იმის დადგენას, რამდენად ეფექტურად იყენებს აუდიტორი ხარისხის კონტროლის შიდა/შიდასაფირმო სტანდარტებსა და პროცედურებს თავის საქმიანობაში;

3.4.    აუდიტის ჩატარების ყველა ეტაპის (კლიენტის მიღებით დაწყებული და აუდიტორული დასკვნის გაცემით დამთავრებული, სამუშაო დოკუმენტების გაფორმების – “ფაილინგის” ჩათვლით) პრაქტიკული განხორციელების შესაბამისობის დადგენას  აუდიტის საერთაშო-რისო სტანდარტებთან და მის შეფასებას;
3.5.    კადრების შერჩევის, კვალიფიკაციის ამაღლების და განსაკუთრებით რთული საკითხების გადაწყვეტის გამოყენებული სისტემის შეფასებას;

3.6.    სხვა საკითხების შემოწმებას და შეფასებას, რომლებიც მნიშვნე-ლოვანია იმის დასადასტურებლად, რომ ხარისხის კონტროლის სისტემა რეალურად ფუნქციონირებს და უზრუნველყოფს მომსახუ-რეობის ხარისხის მოთხოვნილ დონეს.


4.    შემოწმების შედეგად, ხარისხის კონტროლის სისტემის შემმოწმებლებმა უნდა დაადგინოს/შეაფასოს:

4.1.    ადგილი ხომ არ აქვს ისეთ სიტუაციას, როცა აუდიტორს მართალია გააჩნია ხარისხის კონტროლის შიდა/შიდასაფირმო სტანდარტები და პროცედურები, მაგრამ არ/ვერ იცავს, ან სათანადოდ არ/ვერ იცავს მათ პრაქტიკულ საქმიანობაში, რაც ეჭვქვეშ აყენებს მომსახურეობის ხარისხის საიმედოობას;

4.2.    აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ყველა არსებით ასპექტში, შემოწმებულია თუ არა, კლიენტის/მომსახურე-ობის მიმღების ფინანსური ანგარიშგება და აუდიტორს ჰქონდა თუ არა მოსაზრების გამოხატვის/დასკვნის გაცემის გონივრული საფუძველი;


4.3.    აუდიტორის სამუშაო დოკუმენტაცია ადასტურებს თუ არა გაცემულ დასკვნას.

5.    ხარისხის კონტროლი ხორციელდება გამოკითხვისა და გასვლითი შემოწმების გზით.

5.1.    გამოკითხვა ტარდება კომისიის მიერ შედგენილი და აუდიტორისათვის გაგზავნილი კითხვარის საფუძველზე.

5.1.1.    კომისია, დადგენილ ვადაში აუდიტორის მიერ შევსებულ და კომისიისათვის წარდგენილ კითხვარს, გასაანალიზებლად გადასცემს კომისიის მიერ სახელშეკრულებო პირობებით მოწვეულ ხარისხის კონტროლის სისტემის შემმოწმებელს. ერთ შემმოწმებელს შეიძლება დაევალოს რამდენიმე კითხვარის გაანალიზება;

5.2.    გასვლით შემოწმებას ახორციელებს ხარისხის კონტროლის სისტემის შემმოწმებელი ადგილზე მისვლით, რომელიც მოქმედებს კომისიის მიერ განსაზღვრული დავალების ფარგლებში.

5.2.1.    ხარისხის კონტროლის სისტემის შემმოწმებელი, რომელთა-ნაც სახელშეკრულებო საფუძველზე თანამშრომლობს კომი-სია, უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე პროფესიონა-ლისათვის დამახასიათებელ მოთხოვნებს, უნდა გააჩნდეს პროფესიული და ხარისხის კონტროლის სტანდარტების სათანადო ცოდნა, უნარ-ჩვევები და გამოცდილება კომპეტენ-ტური შემოწმების ჩასატარებლად;

5.2.2.    გასვლითი შემოწმება უნდა ჩატარდეს კონფედენციალობის, სავალდებულოების, დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის, საკამარისობისა და კეთილგანწყობის პრინციპების დაცვით;


5.2.3.    გასვლითი შემოწმებების გეგმა დგება კომისიის მიერ. გასვლითი შემოწმება შეიძლება დაიგეგმოს აუდიტორის ინიციატივითაც;

5.2.4.    კომისია, გასვლითი შემოწმების დაწყებამდე ერთი თვით ადრე, აუდიტორს უგზავნის შეტყობინებას გასვლითი შემოწმების დანიშვნის შესახებ, ხარისხის კონტროლის სისტემის შემმოწმებლის მითითებით, რომელიც განახორ-ციელებს მასთან შემოწმებას.


6.    როგორც გამოკითხვის, ისე გასვლითი შემოწმების შემთხვევაში, შემოწმების შედეგებზე ხარისხის კონტროლის სისტემის შემმოწმებელი ადგენს ანგარიშს.

6.1.    შემოწმების (მათ შორის კითხვარის ანალიზის) დასრულების შემდეგ, შემმოწმებელი შემოწმების შედეგებს განიხილავს აუდიტორთან და აცნობს: შემოწმების ჩატარების მიმდინარეობას; შემოწმებისას გამოვლენილ არსებით შენიშვნებს; მისი (აუდიტო-რის) საქმიანობის სუსტ მხარეებს და რეკომენდაციებს/წი-ნადადებებს საქმიანობის გასაუმჯობესებლად;

6.2.    ანგარიში შედგენილი უნდა იყოს ისეთი სახით, რომ აუდიტორს დაეხმაროს ხარვეზების აღმოფხვრისა და მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესებისათვის საჭირო მაკორექტირებელი ღონის-ძიებების გატარებასა და დანერგვაში;

6.3.    შემოწმების შედეგებზე შემმოწმებელი ადგენს ანგარიშს ორ ეგზემპლიარად. ერთი გადაეცემა აუდიტორს, მეორე – კომისიას.

6.4.    კომისია, განიხილავს ანგარიშს და წარუდგენს ხარისხის კონტროლისა და პროფესიული ეთიკის კომიტეტს წინადადებებს:

6.4.1.    აუდიტორისათვის 3 წლიანი ხარისხის სერტიფიკატის მინიჭების შესაძლებლობის შესახებ;

6.4.2.    აუდიტორის მიმართ დისციპლინარული ზომების გატარების შესახებ.

7.    დისციპლინარული ზომები ტარდება იმ აუდიტორების მიმართ, რომლებიც: უარს აცხადებენ გამოკითხვის გზით შემოწმებაზე; არ თანამშრომლობენ შემმოწმებელთან გასვლითი შემოწმების დროს; არ ითვალისწინებენ შემმოწმებლის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს მომსახურეობის ხარისხის გასაუმჯობესებლად; თავის საქმიანობაში აქვთ ისეთი სერიოზული ნაკლოვანებები, რომელთა გამოსწორება შეუძლებელია საგანმანათლებლო და გამაუმჯობესებელი ღონისძიებებით.

7.1.    დისციპლინარული ზომების გატარებამ, უნდა უზრუნველყოს აუდიტორის თვითშეგნების დონის ამაღლება და საქმიანობის გაუმჯობესების მოტივაცია.

7.2.    “ბას”-ის გამგეობა, ხარისხის კონტროლისა და პროფესიული ეთი-კის კომიტეტის წარმოდგენებით ატარებს შემდეგ დისციპლინარულ ზომებს:

  • მითითება;
  • შენიშვნა;
  • გაფრთხილება;
  • წევრობის შეჩერება და გამოქვეყნება.

7.3.    7.2. პუნქტით გათვალისიწნებული დისციპლინარული ზომების არაეფექტურობის შემთხვევაში, გამოიყენება უმაღლესი დისციპლინარული ზომა – წევრობიდან გარიცხვა. გარიცხვა წარმოებს “ბას”-ის საერთო კრების მიერ, გამგეობის წარდგინებით.

Joomla! Template design and develop by JoomVision.com - http://www.joomvision.com