ქართული (Georgian)English(United Kingdom)

Developed by JoomVision.com

რეგისტრაცია აუდიტორთა რეესტრში ...

There are no translations available.

ბატონებო/ქალბატონებო,

გვინდა გაცნობოთ, რომ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის (ძალაშია 24.06.2016 წლიდან) შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შეიქმნა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, რომელმაც 2016 წლის 01 ნოემბრამდე უნდა უზრუნველყოს აუდიტორთა რეესტრის წარმოება.

ახალი რეგულაციით (კანონით) მოითხოვება, რომ აუდიტორი (აუდიტორული საქმიანობის ინდივიდუალურად განმახორციელებელი ან/და აუდიტორული ფირმის სახელით მოქმედი გარიგების პარტნიორი) უნდა იყოს პროფესიული ორგანიზაციის წევრი.

თავის მხრივ, პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია მართოს საკუთარი ვებგვერდი, გამოაქვეყნოს მასზე წევრი აუდიტორების რეესტრი.

მოგმართავთ თხოვნით, საქართველოს დამოუკიდებელ ბუღალტერთა და აუდიტორთა საზოგადოების („ბას“) აუდიტორთა რეესტრში რეგისტრაციის მსურველებმა (მათ შორის პროფესიონალმა ბუღალტრებმა) მიმდინარე წლის 30 სექტემბრამდე (ჩათვლით) შეავსოთ და წარმოადგინოთ თანდართული განაცხადი და სარეგისტრაციო ანკეტის მონაცემები შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. #19

მე-5 სართული, ოფისი 503.

 

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ( This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it , This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ) ან დაგვიკაშირდით ტელეფონებზე: 238 51 81, 233 09 06

განცხადება რესტრში შეყვანაზე

აუდიტორთა სარეგისტრაციო ანკეტა

Joomla! Template design and develop by JoomVision.com - http://www.joomvision.com