ახალი ამბები: რეგისტრაცია აუდიტორთა რეესტრში ... - Monday, 12 September 2016 08:16
ქართული (Georgian)English(United Kingdom)

Developed by JoomVision.com

პროფესიული ინფორმაცია

აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ასს) გამოყენების პრაქტიკული სახელმძღვანელოს ქართულ ენაზე უქონლობა ობიექტური რეალობით იყო განპირობებული, რადგან: ჯერ ერთი, აუდიტორული კომპანიები, რომლებიც ფლობენ და იყენებენ თავის საქმიანობაში აუდიტის  საერთაშორისო სტანდარტების ტექნიკას, ძალიან ცოტაა და მეორეც, ისინი არ არიან დაინტერესებული გამოცდილება გაუზიარონ სხვებს, რადგან სტანდარტების გამოყენების მეთოდებსა და ხერხებს განიხილავენ როგორც საკუთარ კომერციულ საიდუმლოს.

სწორედ აღნიშნული ხარვეზის შესავსებად „საქართველოს დამოუკიდებელ ბუღალტერთა და აუდიტორთა საზოგადოებამ“ („ბას“) ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (ბსფ) რეგიონული ორგანიზაციის - სერტიფიცირებულ ბუღალტერთა და აუდიტორთა ევრაზიის საბჭოს ECCAA (http://www.eccaa.org/eng/) და საერთაშორისო აუდიტორული ქსელის - MGI (“Midsnell group international”) - ს  - www.mgiworld.com - მხარდაჭერით მოამზადა და გამოსცა წინამდებარე პრაქტიკული სახელმძღვანელო.

სახელმძღვანელოში აუდიტის მიმდინარეობის შესახებ ზოგად ინფორმაციასთან ერთად, მოცემულია ფორმები, კითხვარები და სამუშაო დოკუმენტების ნიმუშები, რომელსაც უნდა იყენებდეს აუდიტორული კომპანია (აუდიტორი) ასს-ის მიხედვით აუდიტის ჩატარებისას. კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით წარმოდგენილი და განხილულია ასს-ების შესაბამისად აუდიტის ჩატარების ყველა საკვანძო საკითხი.

პრაქტიკული სახელმძღვანელო შეგიძლიათ შეიძინოთ „ბას“-ში.  >>>დაგვიკავშირდით<<<<

Joomla! Template design and develop by JoomVision.com - http://www.joomvision.com