ახალი ამბები: რეგისტრაცია აუდიტორთა რეესტრში ... - Monday, 12 September 2016 08:16
ქართული (Georgian)English(United Kingdom)

Developed by JoomVision.com

......· ხშირად დასმული კითხვები

 

პროფესიულ წრეებში (აუდიტორებში) გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აუდიტორებისა და აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეგისტრაციის ვადა სრულდება 30 ნოემბერს. რამდენად შეესაბამება აღნიშნული სიმართლეს?

ახალი მარეგულირებელი კანონით ასეთი შეზღუდვა არ არსებობს. აუდიტორების/ აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ვადა დროში შეზრუდული არ არის. თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ რეესტრში რეგისტრაციის გარეშე შეუძლებელი იქნება აუდიტორული საქმიანობის განხორციელება.

 

სდპ-ბის აუდიტის დროებითი უფლებამოსილების მისაღებად რა პროცედურებია გასავლელი?

დაინტერესებულმა აუდიტორმა/აუდიტორულმა ფირმამ უნდა მიმართოს ზედამხედველობის სამსახურს განაცხადით 2016 წლის 30 ნოემბრამდე. განაცხადი და მისი შევსების წესი, აგრეთვე პირობები რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს დაინტერესებული პირი, მოცემულია სამსახურის მიერ დამტკიცებულ „სდპ“-ბის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების დროებითი უფლებამოსილების მინიჭების წესში, რომელიც ამოქმედდა 2016 წლის 15 ნოემბერს. წარდგენილი განაცხადი ზედამხედველობის სამსახურმა უნდა განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს არა უგვიანეს 31 დეკემბრისა.

 

ამჟამად, აუდიტორის სტატუსის მისაღებად შესაძლებელია თუ არა სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარება?

მიმდინარე ეტაპზე, ახალი კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ზედამხედველობის სამსახურმა უნდა შეიმუშაოს და დაამტკიცოს სერტიფიცირებული ბუღალტრების სერტიფიკაციის სტანდარტი, მოახდინოს პროფესიული ორგანიზაციებისა და სპეციალიზებული საგამოცდო ცენრტ(ებ)ის აღიარება და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი სერტიფიკაციის პროცესის დაწყება.

შესაბამისი სტანდარტებისა და აღიარების წესების შემუშავება-დამტკიცების ვადა სამსახურის მიერ დადგენილია არა უგვუანეს 2017 წლის 01 აპრილისა.

 



Joomla! Template design and develop by JoomVision.com - http://www.joomvision.com