ახალი ამბები: რეგისტრაცია აუდიტორთა რეესტრში ... - Monday, 12 September 2016 08:16
ქართული (Georgian)English(United Kingdom)

Developed by JoomVision.com

..ჩვენს შესახებ

საქართველოს დამოუკიდებელ ბუღალტერთა და აუდიტორთა საზოგადოება („ბას“) არის არასამთავრობო, პროფესიული გაერთიანება, რომელიც დაფუძნდა 1999 წელს.

ბას“-ი საქართველოს მასშტაბით აერთიანებს ასობით ბუღალტერსა და აუდიტორს, რომლებიც საქმიანობენ ეკონომიკის ყველა სფეროში, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორში.

ბას“-ი არის თავისი წევრების ინტერესების დამცველი, მათი მხარდამჭერი პროფესიული კონსულტაციებით, მარეგულირებელი და შესაბამისობის წესებით, პროფესიული

განვითარების საშუალებებით, უფასო და ამომწურავი საინფორმაციო მომსახურეობით, სპეციალური შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით წევრებისათვის, კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამებითა და კურსებით, სპეციალური ღონისძიებებით და ბუღალტერიის შესახებ სიახლეებით...

 

Our drug store canadianrxmeds.com is committed to providing high quality services and to offering lowest prices for the essential FDA approved medications necessary to support health and to improve the quality of life of every patient. We sell only original brand medications avoiding unknown suppliers and manufacturers to eliminate risks of selling you low quality or expired medications.

ბას“-ის მრავალწლიანი მოღვაწეობის მანძილზე, მისი  უშუალო მონაწილეობით,  ჩამოყალიბდა ბუღალტერთა გადამზადებისა და განგრძობითი სწავლების სისტემა, დამკვიდრდა IFAC-ის განათლების სტანდარტების შესაბამისი პროფესიონალ ბუღალტერთა სერტიფიცირების პროგრამა.  შეიქმნა IFAC-ის ხარისხის კონტროლი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ხარისხის კონტროლის სისტემა აუდიტის სფეროში დასაქმებული წევრებისათვის, გამოიცა სასწავლო და დამხმარე სახელმძღვანელოები სტუდენტებისათვის, მოეწყო არა ერთი შეხვედრა, დისკუსია და ფორუმი წევრებისათვის.

დაარსების დღიდან „ბას“-ი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტთან, მთავრობასთან, საქართველოს პარლამენტთან არსებულ აუდიტორული საქმიანობის საბჭოსთან და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის რეფორმის ფარგლებში.

2006 წლიდან „ბას“-ი IFAC-ის მიერ აღიარებული რეგიონული ჯგუფის „სერტიფიცირებულ ბუღალტერთა და აუდიტორთა ევრაზიის საბჭოს“ (ECCAA) ნამდვილი წევრია. ამავე პერიოდიდან „ბას“-ი ახორციელებს ბუღალტერთა სერტიფიცირების საერთაშორისო პროგრამას CAP/CIPA, რომლის მფლობელიც ECCAA-ია.

„ბას“-ი მომავალშიც განაგრძობს პროფესიის მხარდაჭერას, ბუღალტრებისა და აუდიტორების დახმარებას გლობალური ბაზრისა და საზოგადოების ინტერესების დასაკმაყოფილებლად.

Joomla! Template design and develop by JoomVision.com - http://www.joomvision.com