ქართული (Georgian)English(United Kingdom)

Developed by JoomVision.com

There are no translations available.

......დებულება საქართველოს დამოუკიდებელ ბუღალტერთა  და აუდიტორთა საზოგადოების (“ბას”) წევრობის შესახებ



1.    “ბას-ის წევრობა ინდივიდუალურია.

2.    “ბას-ს შეიძლება ჰყავდეს ნამდვილი და ასოცირებული წევრები.


3.    “ბას”-ის წევრად მიღების პროცედურა.

3.1.    “ბას”-ის ასოცირებული წევრები შეიძლება იყვნენ პირები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ნამდვილი წევრობის კრიტერიუმებს, მაგრამ აქვთ უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება, ან პირები, რომლებსაც გავლილი აქვთ ბუღალტრული აღრიცხვისა და ან აუდიტის მოსამზადებელი კურსები და საქმიანობენ ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში. აგრეთვე პირები, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს სასწავლებელში ეკონომიკური განხრით.

3.1.1.    ასოცირებული წევრობის კანდიდატი:
-    მიმართავს შესაბამისი ფორმის გაწევრიანების განაცხადით “ბას”-ს გამგეობას;
-    ავსებს ანკეტას და ფოტოსურათთან ერთად წარუდგენს საწევრო კომიტეტს;
-    შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერით ადასტურებს, რომ აღიარებს “ბას”-ის წესდებას და წევრობის დებულებას;
-    იხდის გაწევრიანების ერთჯერად მოსაკრებელს და მიმდინარე წლის წლიურ საწევრო გადასახადს, რომელსაც ადგენს “ბას”-ის გამგეობა;

3.1.2.    ასოცირებული წევრობის კანდიდატის წარმოდგენილ დოკუმენტაციას განიხილავს საწევრო კომიტეტი და იღებს გადაწყვეტილებას, კანდიდატის “ბას”-ის ასოცირებულ წევრად მიღების ან მიღებაზე უარის შესახებ, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს 3.1.1. პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

3.1.3.    კანდიდატს, ასოცირებულ წევრად გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღეში, მაგრამ არა უგვიანეს გაწევრიანების განაცხადის შემოტანიდან 20 კალენდარული დღისა.


3.1.4.    კანდიდატის “ბას”-ის ასოცირებულ წევრად მიღების თარიღად ითვლება განაცხადის წარმოდგენის თარიღი.

3.2.    “ბას”-ის ნამდვილი წევრები შეიძლება გახდნენ “ბას”-ის ასოცირებული წევრები, რომლებმაც “ბას”-ში წარმატებით გაიარეს სერტიფიკაციის პროცესი, აგრეთვე ის პირები, რომლებსაც გავლილი აქვთ სერტიფიკაციის პროცესი სხვა პროფესიულ ორგანიზაციაში ან ორგანოში, რომელიც აღიარებულია“ბას”-ის მიერ შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე.

3.2.1.    სერტიფიკაციის მქონე პირი განცხადებით მიმართავს “ბას”-ის გამგეობას ნამდვილ წევრად მიღების შესახებ და წარუდგენს “ბას”-ის ორი ნამდვილი წევრის რეკომენდაციას, აგრეთვე სერტიფიკაციის წარმატებით დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტს;

3.2.2.    წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ, საწევრო კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის “ბას”-ის ნამდვილ წევრად მიღების შესახებ, რომელსაც ამტკიცებს “ბას”-ის გამგეობა;


3.2.3.    კანდიდატის “ბას”-ის ნამდვილ წევრად მიღების თარიღად ითვლება ნამდვილ წევრობაზე განაცხადის წარმოდგენის თარიღი;

3.2.4.    ნამდვილი წევრი გაწევრიანებისთანავე (გარდა “ბას”-ის ასოცირებული წევრისა), იხდის გაწევრიანების ერთჯერად მოსაკრებელს და მიმდინარე წლის საწევრო გადასახადს, რომელსაც ადგენს “ბას”-ის გამგეობა. “ბას”-ის ასოცირებული წევრი, რომელმაც მოიპოვა ნამდვილი წევრის სტატუსი, ნამდვილი წევრობის მოპოვებისთანავე იხდის მიმდინარე წლის საწევრო გადასახადს წლის ბოლომდე დარჩენილი პერიოდის პროპორციულად, ასოცირებული წევრობის გადახდილი საწევრო გადასახადის მხედველობაში მიღებით.


3.3.    გაწევრიანებისთანავე, როგორც ნამდვილ, ასევე ასოცირებულ წევრს, უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს წევრობის დამადასტურებელი მოწმობა, გაწევრიანების ერთჯერადი მოსაკრებლისა და მიმდინარე წლის საწევრო გადასახადის გადახდის შემდეგ. წევრობის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მოწმობა უბრუნდება “ბას”-ს 5 კალენდარული დღის ვადაში.

4.    “ბას”-ის წევრობის შეჩერება და შეწყვეტა (გარიცხვა).

4.1.    “ბას”-ის წევრობის შეწყვეტა ხდება:

  • წევრის პირადი განცხადებით;
  • წევრობიდან გარიცხვის გზით.


4.2.    “ბას”-ის წევრობიდან გარიცხვა ხდება შემდეგ შემთხვევებში:

  • “ბას”-ის წესდების მოთხოვნების სისტემატურად შეუსრულებ-ლობისას/დარღვევისას;
  • პროფესიული ეთიკის ნორმების სისტემატიურად ან უხეშად დარღვევისას;
  • ისეთი ქმედებისას/უმოქმედობისას, რომელიც დისკრედიტაციას უწევს ბუღალტრისა და აუდიტორის პროფესიას;
  • პროფესიული უნარ-ჩვევების სრულყოფაზე “ბას”-ის მოთხოვნე-ბის უგულებელყოფა;
  • საწევრო გადასახადის გადაუხდელობა.


4.3.    თუ საანგარიშო წლის დამთავრებიდან 2 თვის ვადაში, წევრი არ გადაიხდის საწევრო გადასახადის დავალიანების თანხას, საწევრო კომიტეტი განიხილავს აღნიშნულ საკითხს და აძლევს მას გაფრთხი-ლებას, იმავდროულად უჩერებს წევრობას. გაფრთხილებიდან 1 თვის ვადაში საწევრო გადასახადის დაუფარველობის შემთხვევაში, დგება საკითხი წევრის “ბას”-დან გარიცხვის თაობაზე.

4.4.    განსაკუთრებულ შემთხვევაში, ობიექტური საფუძვლის არსებობისას, საწევრო კომიტეტს აქვს უფლება მოახდინოს საწევრო გადასახადის გადახდის გადავადება, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა.


4.5.    “ბას”-ის წევრობის შეწყვეტის, მათ შორის გარიცხვის საკითხის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საწევრო კომიტეტი, რომელსაც ამტკიცებს “ბას”-ის საერთო კრება. საერთო კრების ჩატარებამდე და წევრობის შეწყვეტის (გარიცხვის) გადაწყვეტილების დამტკიცებამდე, წევრებს უჩერდებათ წევრობა და წევრობის მოწმობა ჩამოერთმევათ. წევრებს, რომლებსაც საწევრო კომიტეტის გადაწყვეტილებით შეუჩერდათ “ბას”-ის წევრობა, უფლება აქვთ გაასაჩივრონ საწევრო კომიტეტის გადაწყვეტილება “ბას”-ის გამგეობაში, საწევრო კომიტეტის გადაწყვეტილების გაცნობიდან 20 კალენდარულ დღეში.

4.6.    “ბას”-ის წესდების დებულებებისა და წინამდებარე “წევრობის დებულების” მოთხოვნების დარღვევისათვის, წევრების მიმართ დისციპლინარული სანქციების სახით შეიძლება გამოყენებული იქნას შენიშვნა, გაფრთხილება, საყვედური და წევრობის შეწტყვეტა (გარიცხვა).


4.7.    წევრობიდან გარიცხვის თარიღად ითვლება “ბას”-ის საერთო კრების თარიღი, რომელმაც დაამტკიცა საწევრო კომიტეტის გადაწყვეტილება წევრობიდან გარიცხვის თაობაზე. გარიცხულ წევრს, გარიცხვიდან 1 წლის განმავლობაში ეკრძალება მიმართოს “ბას”-ს ხელმეორედ გაწევრიანების მოთხოვნით.

Joomla! Template design and develop by JoomVision.com - http://www.joomvision.com