ახალი ამბები: რეგისტრაცია აუდიტორთა რეესტრში ... - Monday, 12 September 2016 08:16
ქართული (Georgian)English(United Kingdom)

Developed by JoomVision.com

 


პროფესიონალი ბუღალტრის განათლების სტანდარტი (გს) 1



პროფესიონალ ბუღალტერთა განათლების პროგრამაში ჩართვისათვის აუცილებელი წინაპირობა

 

სტანდარტის მიზანი


1.    წინამდებარე სტანდარტი ადგენს საქართველოს დამოუკიდებელ ბუღალტერთა და აუდიტორთა საზოგადოების (ბას) წევრის ბას-ის განათლების პროგრამაში ჩართვის პირობებს.


2.    სტანდარტის მიზანია უზრუნველყოს იმის გარანტია, რომ პროფესიონალი ბუღალტრობის მსურველ პრეტენდენტებს გააჩნიათ მომზადების ისეთი დონე, რომელიც მათ მისცემს სწავლაში, საკვალიფიკაციო გამოცდასა და პრაქტიკულ გამოცდილებაში წარმატების მიღწევის გონივრულ შესაძლებლობას.

 

შესავალი

3.    პროფესიის ღირსება არსებითად ვერ იქნება შენარჩუნებული და გაუმჯობესებული, თუ პროფესიის შემსწავლელი პირი მომზადებული არ იქნება აუცილებელი წესების შესასრულებლად. ბას-ი მოწოდებულია ბუღალტრის პროფესიის შესასწავლად მოიზიდოს ღირსეული პიროვნებები. პროფესიის ღირსება, საბოლოო ჯამში, დამოკიდებულია მისი წარმომადგენელი პირების ღირსებაზე. პროგრამაში ჩართვის მოთხოვნა პირველი ნაბიჯია ამ პროცესში. ჩართვისათვის დადგენილ მაღალ მოთხოვნებსა და მკაფიოდ ჩამოყალიბებულ პირობებს შეუძლია განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების მოთხოვნების უზრუნველყოფა დროის მოკლე პერიოდში.


4.    პროფესიონალი ბუღალტრის განათლების პროგრამაში ჩართვის მსურველ პირს მოეთხოვება საუნივერსიტეტო ან მისი ეკვივალენტური პროგრამის დონის განათლება.


5.    პროფესიონალი ბუღალტრის პროგრამაში ჩართვამდე პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს სათანადო ცოდნა და ერუდიცია, რათა შეძლოს პროფესიული ცოდნის, გამოცდილებისა და პროფესიული ღირსების, ეთიკის და ურთიერთობის დაუფლება, რომელიც აუცილებელია პროფესიონალ ბუღალტრად ჩამოსაყალიბებლად.


6.    პროფესიონალი ბუღალტრის განათლების პროგრამის დამწყებ პრეტენდენტებს უნდა ჰქონდეთ გარკვეული ცოდნა, გამოცდილება და წარმოდგენა ღირსებაზე, ეთიკასა და ურთიერთობაზე. ამ უნარ-ჩვევების ხარისხი განსაზღვრავს განათლების პროგრამაში პრეტენდენტების ჩართვის მომენტს.

7.    პროფესიონალი ბუღალტრის განათლების პროგრამაში ჩართვის საწყისი მოთხოვნა შეიძლება შეიცვალოს ბას-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მაგრამ მისი დონე არ უნდა დაეშვას უმაღლესი განათლების მე-3 კურსის პროგრამაზე დაბლა და მხოლოდ იმ მოსაზრებით, რომ პროფესიონალი ბუღალტრის განათლების პროგრამით გათვალისწინებული უმაღლესი განათლების სრული კურსი პრეტენდენტის მიერ მოსმენილი იქნება ბას-ის მიერ ორგანიზებული წინასაკვალიფიკაციო სწავლების პროცესში.


8.    პროფესიონალობის მიღწევის რომელი გზაც არ უნდა იქნეს გამოყენებული, მნიშვნელოვანია, რომ კვალიფიკაციის მინიჭების მომენტისათვის მიღწეულ იქნეს პროფესიული კომპეტენტურობის საჭირო დონე. ამიტომ, პროფესიონალი ბუღალტრის განათლების პროგრამაში ჩართვის შეცვლილი საწყისი მოთხოვნა არ შეიძლება მუდმივი იყოს. პროგრამაში ჩართვის დროებით შერბილებული მოთხოვნა თანდათანობით უნდა გაიზარდოს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს პროფესიონალი ბუღალტრის განათლების პროგრამაში პრეტენდენტის მონაწილეობის წარმატების გარანტია.


9.    პროფესიონალი ბუღალტრის განათლების პროგრამაში ჩართვის მოთხოვნების მაღალ დონეზე აყვანის მიზნით, ბას-ი პერიოდულად გამოიკვლევს საქართველოს საუნივერსიტეტო განათლების სისტემაში საბუღალტრო სპეციალობის სასწავლო პროგრამებს, სპეციალობისა და მომიჯნავე დისციპლინების სწავლის ხანგრძლივობას და, შესაბამისად, მიიღებს გადაწყვეტილებას კანდიდატების პროფესიონალი ბუღალტრის განათლების პროგრამაში ჩართვის მოთხოვნების შესახებ.


პროფესიონალი ბუღალტრის განათლების სტანადარტი (გს) 2


პროფესიონალი ბუღალტრის განათლების პროგრამის შინაარსი
სტანდარტის მიზანი


1.    წინამდებარე სტანდარტი ადგენს პროფესიონალი ბუღალტრის განათლების პროგრამის შინარსს, რომელსაც უნდა ფლობდნენ პრეტენდენტები პროფესიონალი ბუღალტრის კვალიფიკაციის მისაღებად.


2.    სტანდარტის მიზანია იმის გარანტია, რომ ბას-ის (ბას-ის წევრი ორგანიზაციის) წევრობის (ნამდვილი წევრობის) პრეტენდენტებმა საკმარისად გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა საბუღალტრო საქმიანობაში, რათა მათ იმოქმედონ როგორც პროფესიონალმა ბუღალტრებმა სულ უფრო და უფრო რთულ და ცვალედაბ გარემოში. კომპეტენტურობის შენარჩუნების მიზნით, მათ საქმე ექნებათ მე-7 სტანდარტთან - “უწყვეტი პროფესიული განვითარება”.


3.    პროფესიონალი ბუღალტრის განათლების პროგრამის შემეცნების პირველადი ნაწილი წარმოდგენილია სამ მთავარ განყოფილებაში:
ა)    ბუღალტრული აღრიცხვა, ფინანსები და დაკავშირებული ცოდნა;
ბ)    ორგანიზაციული და საქმიანი ცოდნა; და
გ)    ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნა.
მოთხოვნილი პროფესიული ჩვევა და ზოგადი განათლების, პროფესიული ფასეულობის, ეთიკის ურთიერთობის შინაარსი და პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირებული მოთხოვნები მოცემულია გს 3-ში “პროფესიული უნარი”, გს 4-ში “პროფესიული ფასეულობა, ეთიკა და ქცევა” და გს 5-ში “პრაქტიკული გამოცდილების მოთხოვნები”.


შესავალი


4.    ბუღალტრის პროფესიონალური განათლების მიღწევა შესაძლებელია აკადემიურ გარემოში ან უკიდურეს შემთხვევაში პროფესიონალური საკვალიფიკაციო სწავლების დროს, მაგრამ იგი უნდა იყოს საკვალიფიკაციო სწავლების ხარისხის დონის ეკვივალენტური. პრეტენდენტი უნდა დაეუფლოს პროფესიულ ცოდნას, პროფესიულ ჩვევასა და პროფესიულ ფასეულობებს, ეთიკასა და ქცევას და უნდა ახერხებდეს ამ ელემენტების გაერთიანებას.

5.    პროფესიონალი ბუღალტრის განათლების პროგრამის ცოდნის კომპონენტი შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს პროფესიონალური ჩვევების განვითარებისა-თვის. მიღებული ცოდნა შეიძლება მოძველდეს მხოლოდ კარიერის უფრო გვიანდელ ეტაპზე. ამიტომ, მომავალი პროფესიონალი ბუღალტრისა და პროფესიის ხანგრძლივვადიან ინტერესში არ შედის ფართო დიაპაზონის მქონე საგნების შესწავლისადმი ზედაპირული დამოკიდებულება. მოთხოვნილი ინტელექტუალური უნარ-ჩვევა მოიცავს გაგებას, გამოყენებას, ანალიზსა და შეფასებას. კარიერის მანძილზე პროფესიული უნარი, ფასეულობა, ეთიკა და ქცევა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კვალიფიკაციის მინიჭების მომენტში მიღებული პროფესიული ცოდნა.


6.    პროფესიული უნარის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია იმის შემეცნება, სად შეიძლება მოთხოვნილი ცოდნის მიღება, რომელიც აუცილებელია პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაწყვეტისათვის. მუდმივი სწავლის ვალდებულების ჩანერგვა, საბოლოო ჯამში, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნის ნებისმიერი ნაწილი. მუდმივი სწავლით მიიღწევა პროფესიონალისადმი მოთხოვნილი უნარი, ქცევა, რომელიც უნდა განვითარდეს და ფასეულობა, რომელსაც საზოგადოება იწონებს.


7.    ცოდნა, რომელიც პროფესიონალმა ბუღალტერმა უნდა შეიძინოს კომპეტენტურად მუშაობისათვის, იცვლება და ფართოვდება. ამასთან, პროფესიონალი ბუღალტერი სპეციალიზდება თავისი კარიერის მანძილზე. ამიტომ, ეს სტანდარტი განსაზღვრავს მხოლოდ ძირითად თემებს, რომლითაც პროფესიო-ნალმა ბუღალტერმა მუდმივად უნდა სრულყოს ცოდნა.


8.    რამდენადაც სტანდარტი ფოკუსირებულია უმთავრესად პროფესიულ ცოდნაზე, რომელიც აუცილებელია პროფესიონალი ბუღალტრის საქმიანობისათვის, იგი ასევე მოიცავს კომპეტენტურობას ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამის კომპონენტებში. ეს კომპეტენტურობა იდენტიფიცირებულია საერთაშორისო განათლების დირექტივაში (IEG 11) ინფორმციული ტექნოლოგიები პროფესიონალი ბუღალტრისათვის (გადაისინჯა 2003 წელს).


პროფესიონალი ბუღალტრის განათლების პროგრამის შინაარსი


9.    პროფესიონალი ბუღალტრის სწავლება უნდა იყოს წინასაკვალიფიკაციო პროგრამის შემადგენელი ნაწილი. ეს სწავლება საკმარისად ხანგრძლივი და ინტენსიური უნდა იყოს, რათა კანდიდატებს საშუალება მისცეს პროფესიული კომპეტენტურობისათვის მითხოვნილი პროფესიონალური ცოდნის მისაღებად.


10.    საბუღალტრო საქმის პროფესიონალური ცოდნა როგორც წინასაკვალიფიკაციო პროგრამის კომპონენტი, უკიდურეს შემთხვევაში, უნდა მოიცავდეს სრულ სამუშაო კვირიან სწავლებას (ან მის ეკვივალენტს არასრული სამუშაო კვირიანი სწავლებისას);


11.    ცოდნის მისაღებად სტუდენტმა სწავლა უნდა გააგრძელოს ხარისხის მოსაპოვებლად, ან მისდიოს პროფესიულ კვალიფიკაციას;


12.    პროფესიონალი ბუღალტრის განათლება უნდა მოიცავდეს:
ა)    ბუღალტრული აღრიცხვა, ფინანსები და დაკავშირებული ცოდნა;
ბ)    საორგანიზაციო და სამეურნეო საქმიანობის ცოდნა;
გ)    ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნა და კომპეტენტურობა.


13.    პროფესიული ცოდნის კომპონენტს ავსებს არაპროფესიული ცოდნა, ინტელექტი, ორგანიზაციისა და მართვის უნარი და ზოგადი განათლების განვითარება.


14.    სავალდებულო არ არის სტანდარტში განხილული ცოდნა აუცილებლად მოყვანილი თანმიმდევრობით იქნეს მიღწეული. მაგალითად, პროფესიონალი ბუღალტრის ცოდნა შეიძლება მიღებულ იქნეს საუნივერსიტეტო ზოგად განათლებასთან ერთად, ან იგი შეიძლება მიღებულ იქნეს სხვა საუნივერსიტეტო პროგრამით განათლების მიღების შემდეგ, კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტიპის კურსებით. ასეთ შემთხვევაში პროფესიული ორგანიზაციის პროგრამამ უნდა მოიცვას ამ სტანდარტში შეტანილი ყველა დაქვემდებარებული შემადგენლობა. გარდა ამისა, საგნები და პროგრამის ელემენტები შეიძლება გაერთიანდეს. მაგალითად, შესაძლებელია ინფორმაციული ტექნოლოგიების ასპექტების ჩართვა ბუღალტრული აღრიცხვის კურსში. ეს შეიძლება დაეხმაროს სწავლის პროცესს და პრეტენდენტებს, გაიგონ როგორ ურთიერთკავშირში იმყოფება ინდივიდუალური კომპონენტები.


15.    ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიონალური ცოდნის კომპონენტი წინასაკვალიფიკაციო პროგრამის მხოლოდ ნაწილია. იგი შეიძლება ან არ შეიძლება მიღებულ იქნეს აკადემიურ გარემოში. ზოგიერთი დონის პროგრამამ ბუღალტრულ აღრიცხვაში ცოდნის მისაღებად მოთხოვნილი ორი წელი შეიძლება კიდევ ორი წლით გაზარდოს. ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალისტის მომზადება ბევრმა შეიძლება სამწლიან არასპეციალიზებული სწავლების პროგრამაში ჩართოს. საერთო განათლების ზუსტი კომბინაცია სწავლებისა და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით, სხვადასხვა პროგრამაში განსხვავებული შეიძლება იყოს, ვიდრე არ მიიღწევა ეკვივალენ-ტური პროფესიონალური კომპეტენტურობა.


16.    ბუღალტრული აღრიცხვა, ფინანსები და დაკავშირებული ცოდნა უზრუნველყოფს ტექნიკურ საფუძველს პროფესიონალი ბუღალტრის წარმატებული კარიერისათვის. ბუღალტრული აღრიცხვის სასწავლო პროგრამები დამოუკიდებლად იცვლება და მომავალშიც შეიცვლება, საბაზრო მოთხოვნების საპასუხოდ. ახალი თემები შედის სასწავლო გეგმაში და თემებს შორის შედარებითი თანაფარდობა იცვლება. ბას-მა შეიძლება მოისურვოს თემის დამატება ან შეცვალოს პროგრამის ბალანსი, სპეციფიკური გარემო პირობების მოთხოვნების შესრულების მიზნით.


17.    საორგანიზაციო და სამეურნეო საქმიანობის ცოდნა უზრუნველყოფს მდგომარეობას, რომელშიც პროფესიონალი ბუღალტერი მუშაობს. ბიზნესის, სამთავრობო და არამომგებიანი ორგანიზაციების კარგი ცოდნა აუცილებელია პროფესიონალი ბუღალტრებისათვის. საორგანიზაციო და სამეურნეო საქმიანობის ცოდნა მოიცავს იმას, თუ როგორაა ორგანიზებული, როგორ ფინანსდება და იმართება ბიზნესი და გლობალური გარემო, რომელშიც სამეურნეო ერთეული საქმიანობს.


18.    ინფორმაციულმა ტექნოლოგიამ შეცვალა პროფესიონალი ბუღალტრის როლი. პროფესიონალი ბუღალტერი არა მარტო იყენებს საინფორმაციო სისტემებს, ანვითარებს ინფორმაციული ტექნოლოგიის გამოცდილებას და, ამასთან ერთად, როგორც გუნდის ნაწილი, მნიშვნელოვან როლს თამაშობს სისტემების შეფასებაში, დაპროექტებასა და მართვაში.


19.    ქვემოთ, სიაში შეტანილი საგნები წარმოადგენს პროფესიონალი ბუღალტრის მომზადების პროგრამის მინიმალურ დაქვემდებარებულ სფეროს.


20.    ბუღალტრული აღრიცხვა, ფინანსები და დაკავშირებული ცოდნა მოიცავს შემდეგ დაქვემდებარებულ სფეროებს:
ა)    ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება;
ბ)    მმართველობითი აღრიცხვა და კონტროლი;
გ)    საგადასახადო დაბეგვრა;
დ)    კორპორაციული და სავაჭრო სამართალი;
ე)    აუდიტი და მარწმუნებელი საქმიანობა;
ვ)    ფინანსები და ფინანსური საქმიანობის მართვა;
ზ)    პროფესიონალური ფასეულობა და ეთიკა.


21.    ბუღალტრული აღრიცხვა, ფინანსები და დაკავშირებული ცოდნის კომპონენტი ანვითარებს და აერთიანებს ცოდნას, გამოცდილებას და პროფესიონალურ ფასეულობას და ეთიკას. იგი პრეტენდენტებს აძლევს ბუღალტრული აღრიცხვის აუცილებელ თეორიულ და ტექნიკურ ცოდნას და ინტელექტუალურ გამოცდილებას, პროფესიული ქცევისა და ეთიკის გაგების ჩათვლით. ამ კომპონენტში შედის:
ა)    ბუღალტრის პროფესიისა და ბუღალტრული აზროვნების განვითარების ისტორია;
ბ)    შიდა და გარე მოხმარების ანგარიშგების შინაარსი, კონცეფცია, სტრუქტურა და მნიშვნელობა, ფინანსური გადაწყვეტილებების მიმღებთა საინფორმაციო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაციის როლის კრიტიკული შეფასების ჩათვლით;
გ)    ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები;
დ)    ბუღალტრული აღრიცხვის რეგულირება;
ე)    მმართველობითი არღიცხვა, დაგეგმვისა და ბიუჯეტის შედგენის, ფასების მართვის, ხარისხის კონტროლის ჩათვლით;
ვ)    კონტროლის კონცეფცია, მეთოდი და პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსური მონაცემების სიზუსტესა და სისწორეს და საწარმოს აქტივების დაცულობას;
ზ)    საგადასახადო დაბეგვრა და მისი გავლენა ფინანსურ და ორგანიზაციულ გადაწყვეტილებაზე;
თ)    საქმიანობის საკანონმდებლო გარემოს ცოდნა, ფასიანი ქაღალდებისა და სამეწარმეო კანონმდებლობის ჩათვლით;
ი)    აუდიტისა და სხვა მარწმუნებელი მომსახურების ხასიათი, მათი შესრულებისათვის ინტელექტუალური და პროცედურული ბაზის, ასევე რისკის შეფასებისა და თაღლითობის გამოვლენის ჩათვლით;
კ)    ფინანსებისა და ფინანსების მართვის ცოდნა, ფინანსური ანგარიშგების ანალიზის, ფინანსური ინსტრუმენტების, კაპიტალის შიდა და გარე ბაზრის ჩათვლით;
ლ)    პროფესიონალი ბუღალტერის ეთიკური და პროფესიული ვალდებულება;
მ)    სახელმწიფო და არამომგებიანი დაწესებულების ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
ნ)    მუშაობის ხარისხის არაფინანსური კრიტერიუმების გამოყენება საქმიანობაში.

22.    საორგანიზაციო და სამეურნეო საქმიანობის ცოდნამ უნდა მოიცვას შემდეგი დაქვემდებარებული სფეროები:
ა)    ეკონომიკა;
ბ)    ბიზნესის გარემო;
გ)    კორპორაციული მართვა;  
დ)    ბიზნესის ეთიკა;
ე)    ფინანსური ბაზარი;
ვ)    რაოდენობრივი მეთოდები;
ზ)    ორგანიზაციული ქცევა;
თ)    მართვა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება;
ი)    მარკეტინგი;
კ)    საერთაშორისო ბიზნესი და გლობალიზაცია.


23.    საორგანიზაციო და სამეურნეო საქმიანობის ცოდნა მომავალ პროფესიონალ ბუღალტრებს უზრუნველყოფს იმ გარემო პირობების ცოდნით, რომელშიც მეწარმეები მუშაობენ. იგი ასევე უზრუნველყოფს წინასაკვალიფიკაციო პერიოდში შეძენილი ყველა პროფესიული გამოცდილების გამოყენების წინამძღვრებს. საქმიანობის მართვის გაგების უნარი განსხვავდება მოქმედების, მონაწილეობისა და წვლილის შეტანის უნარის და ჩვევებისაგან.


24.    საორგანიზაციო და სამეურნეო საქმიანობის ცოდნაში შედის:
ა)    მიკრო და მაკროეკონომიკის ცოდნა;  
ბ)    ბიზნესი და ფინანსური ბაზრები და მათი მუშაობის ცოდნა;
გ)    რაოდენობრივი მეთოდებისა და სტატისტიკის გამოყენება საქმიან პრობლემებში;
დ)    საკორპორაციო მართვისა და ბიზნესის ეთიკის ცოდნა (გაგება);
ე)    ორგანიზაციისა და გარემო პირობების ცოდნა (გაგება), რომელშიც ისინი მოქმედებენ, მთავარი ეკონომიკური, იურიდიული, პოლიტიკური, სოციალური, ტექნიკური, საერთაშორისო და კულტურული ძალების, მათი გავლენისა და ფასეულობების ჩათვლით;
ვ)    პერსონალისა და ადამიანური რესურსების, პროექტების მართვისა და მარკეტინგის ცოდნა (გაგება);
ზ)    გადაწყვეტილებისა და სტრატეგიის მხარდაჭერის ცოდნა (გაგება), საქმიანი რჩევის, სტრატეგიული მართვისა და ზოგადი მართვის ჩათვლით;
თ)    ორგანიზაციული და საოპერაციო რისკის გაგება;
ი)    საერთაშორისო ვაჭრობისა და ფინანსების, ასევე გლობალიზაციის პროცესების ელემენტარული ცოდნა და გზები, რომლითაც საერთაშორისო ბიზნესი ხორციელდება;
კ)    ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტების გაერთიანება სტრატეგიული მიზნების შესრულებისათვის.


25.    ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპონენტმა უნდა მოიცვას შემდეგი დაქვემდებარებული სფეროები და კომპეტენცია:
ა)    ინფორმაციული ტექნოლოგიების ზოგადი ცოდნა;
ბ)    ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის ცოდნა;
ც)    ინფორმაციული ტექნოლოგიების უნარის მართვა;
დ)    საინფორმაციო სისტემების მმართველის, შემფასებლის ან დამპროექტებლის როლიდან ერთი ან შერეული უნარი.


26.    ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნის კომპონენტის მიღწევა შესაძლებელია სხვადასხვა გზით. იგი შეიძლება მიღწეულ იქნეს, როგორც ცალკე კურსის შესწავლით, ისე საგნის გაერთიანებით საორგანიზაციო და სამეურნეო საქმიანობის ცოდნის, ან ბუღალტრული აღრიცხვის, ან მის მომიჯნავე საგნებში.


პროფესიონალი ბუღალტრის განათლების სტანდარტი (გს) 3

 


პროფესიული უნარი


სტანდარტის მიზანი


1.    სტანდარტი ადგენს უნართა ერთობლიობას, რომელიც პრეტენდენტს მოეთხოვება პროფესიონალ ბუღალტრად კვალიფიცირებისათვის.


2.    სტანდარტის მიზანია ინტელექტუალური, ტექნიკური, პერსონალური, პერსონალთაშორისი და ორგანიზაციული უნარის ურთიერთ შერწყმით უზრუნველყოს ბას-ის წვრთა ქმედება პროფესიონალი ბუღალტრის სახით. ეს მათ შესაძლებლობას აძლევს, თავიანთი კარიერის მანძილზე იმოქმედონ როგორც კომპეტენტურმა პროფესიონალებმა სულ უფრო და უფრო მზარდ მომთხოვნ გარემოში.


3.    პროფესიონალი ბუღალტრის უნარისადმი მოთხოვნა თავმოყრილია ხუთ მთავარ ჯგუფში:
•    ინტელექტუალური უნარი;
•    ტექნიკური და ფუნქციონალური უნარი;
•    პერსონალური უნარი;
•    პერსონალთშორისი და კომუნიკაციური უნარი;
•    ორგანიზაციული და ბიზნესის მართვის უნარი.


4.    სტანადარტის ადრესატია ასევე ბიზნესთან კავშირის არმქონე სწავლება, რომელსაც წვლილი შეაქვს ამ უნარის განვითარებაში.


შესავალი


5.    უნარი ეს არის შესაძლებლობათა ერთობლიობის ნაწილი, რომელიც პროფესიონალ ბუღალტერს მოეთხოვება კომპეტენტურობის დემოსტრირებისათვის. ეს შესაძლებლობები მოიცავს ცოდნას, უნარს, პროფესიულ ფასეულობას, ეთიკას და ქცევას. შესაძლებლობა პოტენციური კომპეტენტურობის ნიშანია, რომელიც სხვადასხვა გარემო პირობებში ადგილმონაცვლეობის (სამუშაოს გამოცვლის თვალსაზრისით) საშუალებას იძლევა. მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალი ბუღალტრის განათლების პროგრამამ გააერთიანოს სხვადასხვა ცოდნა, უნარი, პროფესიული ფასეულობა, ეთიკა და ქცევა.

6.    შესაბამისი უნარი პროფესიონალ ბუღალტერს აძლევს ზოგადი განათლების საფუძველზე მიღებული ცოდნის საუკეთესო გამოყენების საშუალებას. უნარის შეძენა, გამოცდილების მსგავსად, ყოველთვის არ ხდება განსაზღვრული კურსის მეშვეობით. იგი მიიღწევა პროფესიონალი ბუღალტრის პროგრამის სრული ეფექტითა და მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლით.


7.    სათანადო უნარი პროფესიონალ ბუღალტერს აძლევს ბაზარზე კონკრეტულ უპირატესობას და სასარგებლოა პიროვნების კარიერის განმავლობაში. შეუძლებელია ყველა უნარი განვითარდეს საკვალიფიკაციო მომზადების დროს. ზოგიერთი შეიძლება მიღწეულ იქნეს პროფესიული განვითარების პროცესში.


პროფესიონალი ბუღალტრის პროფესიული უნარი


8.    პირმა, რომელიც ისწრაფვის გახდეს პროფესიონალი ბუღალტერი, უნდა შეიძინოს შემდეგი უნარი:
•    ინტელექტუალური უნარი;
•    ტექნიკური და ფუნქციონალური უნარი;
•    პერსონალური უნარი;
•    პერსონალთშორისი და კომუნიკაციური უნარი;
•    საქმიანობის მართვისა და ორგანიზაციული უნარი.


9.    ინტელექტუალური უნარი ხშირად იყოფა ექვს დონედ. ზრდადობის მიხედვით ესენია: ერუდიცია, აღქმა, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი (რამდენიმე სფეროს ცოდნის კომბინირებისა და დასკვნის გამოტანისათვის) და შეფასება. მნიშვნელოვანია, რომ პრეტენდენტებმა ყველაზე მაღალ დონეს მიაღწიონ მომზადების მომენტში. ინტელექტუალური უნარი პროფესიონალ ბუღალტერს საშუალებას აძლევს გადაწყვიტოს პრობლემები, მიიღოს გადაწყვეტილება და გონივრულად (საღად) იმსჯელოს რთულ ორგანიზაციულ სიტუაციაში. ეს უნარი ხშირად ფართო ზოგადი განათლების შედეგია. მოთხოვნილი ინტელექტუალური უნარი მოიცავს:
ა)    ზეპირი, ბეჭდვითი და ელექტრონული წყაროდან ინფორმაციის დადგენის, მოპოვების, ორგანიზებისა და აღქმის ნიჭს;
ბ)    კვლევის, ძიების, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების, განსჯისა და კრიტიკული ანალიზის შესაძლებლობას;
გ)    უცნობ პირობებში არასტრუქტურიზებული პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაწყვეტის ნიჭს.

10.     ტექნიკური და ფუნქციონალური უნარი შედგება ზოგადი უნარისა და საბუღალტრო საქმისადმი დამახასიათებელი უნარისაგან. მასში შედის:
ა)    გაწაფულობა გამოთვლასა (მათემატიკური და სტატისტიკური გამოყენება) და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში;
ბ)    გადაწყვეტილების მოდელირება და რისკის ანალიზი;
გ)    გაზომვა;
დ)    წარდგენა;
ე)    საკანონმდებლო და მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვა;


11.    პეროსნალური უნარი შეეხება პროფესიონალი ბუღალტრის ქცევასა და ურთიერთობას. ამ უნარის განვითარება ეხმარება პიროვნულ ერუდიციას და პერსონალურ სრულყოფას. იგი მოიცავს:
ა)    თვითკონტროლს;
ბ)    ინიციატივას, გავლენასა და თვითშემეცნებას;
გ)    შეზღუდული რესურსების ზღვარში პრიორიტეტების შერჩევისა და განსაზღვრის, ასევე მჭიდრო ზღვრული ვადების დასაკმაყოფილებლად სამუშაოს ორგანიზების ნიჭს;
დ)    ცვლილებების განჭვრეტა და ადაპტირების ნიჭი;
ე)    გადაწყვეტილების მიღებისას პროფესიონალური ფასეულობების, ეთიკისა და ქცევის მნიშვნელობის გათვალისწინებას;
ვ)    პროფესიონალურ სკეპტიციზმს.


12.    პერსონალთშორისი და კომუნიკაციური უნარი პროფესიონალ ბუღალტერს საშუალებას აძლევს სხვებთან ერთად იმუშაოს ორგანიზაციის სასარგებლოდ, მიიღოს და გადასცეს ინფორმაცია, განსაჯოს არგუმენტირებულად და მიიღოს ეფექტური გადაწყვეტილება. პერსონალთშორისი და კომუნიკაციური უნარის კომპონენტები მოიცავს ნიჭს:
ა)    იმუშაოს სხვებთან საკონსულატაციო პროცესში, შეეწინააღმდეგოს და განმუხტოს კონფლიქტი;
ბ)    იმუშაოს ჯგუფში;
გ)    შეძლოს ურთიერთმოქმედება სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის ხალხთან;
დ)    პროფესიონალურ სიტუაციაში აწარმოოს სასურველი მოლაპარაკება და მიაღწიოს შეთანხმებას;
ე)    იმუშაოს ეფექტურად საწინააღმდეგო კულტურის გარემოცვაში;
ვ)    ეფექტურად წარადგინოს, განიხილოს და დაიცვას საკუთარი თვალსაზრისი ფორმალური და არაფორმალური, წერილობითი და ზეპირსიტყვიერი კომუნიკაციის საშუალებებით;
ზ)    ყურადღებით მოეკიდოს და გაიაზროს კულტურული და ენობრივი განსხვავებულობა.


13.     პროფესიონალი ბუღალტრებისათვის სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდა საქმიანობის მართვისა და ორგანიზაციული უნარი. პროფესიონალ ბუღალტრებს სთხოვენ უფრო აქტიური როლი ითამაშონ ორგანიზაციის ყოველდღიურ მართვაში. მაშინ, როდესაც ბუღალტრის როლი შესაძლოა შემოფარგლული ყოფილიყო სხვების გამოსაყენებლად მონაცემთა მომზადებით, დღეს პროფესიონალი ბუღალტრები წარმოადგენენ გადაწყვეტილების მიმღები ჯგუფის ნაწილს. ამიტომ, პროფესიონალმა ბუღალტრებმა უნდა განივითარონ როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფო და გლობალური თავალთახედვა. საქმიანობის მართვისა და ორგანიზაციული უნარი მოიცავს:
ა)    სტრატეგიულ დაგეგმვას, პროექტების მართვას, ადამიანებისა და რესურსების მართავას და გადაწყვეტილების მიღებას;
ბ)    ამოცანის დასმისა და დელეგირების ნიჭს, ხელქვეითების მოტივირებისა და განვითარებისათვის;
გ)    ლიდერობას;
დ)    პროფესიულ განსჯასა და გამჭრიახობას.


ზოგადი განათლება


14.    პროფესიული განათლების ყველა პროგრამაში ჩართული უნდა იყოს ზოგადი განათლების ზოგიერთი ნაწილი.


15.    ზოგად განათლებას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს პროფესიული უნარის შეძენაში. ფართო, ზოგად განათლებას შეუძლია წაახალისოს მუდმივი სწავლება და უზრუნველყოს ის საფუძველი, რომელსაც ემყარება პროფესიონა-ლი და ბუღალტრული აღრიცხვის სწავლება. იგი აერთიანებს:
ა)    განსხვავებული კულტურის ისტორიაში, იდეებსა და მოვლენების განვითარების გაგებას თანამედროვე მსოფლიოსა და საერთაშორისო პერსპექტივაში;
ბ)    ადამიანური ქცევის ელემენტარულ ცოდნას;
გ)    მსოფლიოში ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ ძალთა თანაფარ-დობიდან გამომდინარე იდეის მაშტაბურობის შეგრძნებას;
დ)    რაოდენობრივ მონაცემთა კვლევისა და შეფასების კვალიფიკაციას;
ე)    ხელოვნების, ლიტერატურისა და მეცნიერების შეფასებას;
ვ)    პიროვნული და სოციალური ფასეულობების შემეცნებას;
ზ)    განსჯის ფასის ცოდნას.


16.    ზოგადი განათლების მიღება შესაძლებელია სხვადასხვა გზით. ზოგად განათლებას შეიძლება ადგილი ჰქონდეს პროგრამის ნებისმიერ სტადიაზე ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიულ თემებთან დაბალანსებით, მათ შორის, ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსებისა და დაკავშირებული ცოდნის, ორგანიზაციული და ბიზნესის ცოდნისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ცონის შეძენის სტადიაზე.


17.    პრეტენდენტებს ასევე თავდაპირველად შეუძლიათ მიიღონ არა ბუღალტრული ცოდნა და შემდეგ შეიძინონ აუცილებელი ცოდნა პროფესიონალი ბუღალტრის საკვალიფიკაციო საგნებში, პროფესიული ორგანიზაციის მიერ დადგენილი გამოცდებისათვის მზადების პროცესში. პრეტენდენტებს ასევე შეუძლიათ უნარი შეიძინონ სამუშაოზე გამოცდილების მიღების გზით, გამოცდილებისათვის მზადებასთან ერთად. ასეთი კომბინაციით ირწყმება ზოგადი განათლება და უნარი და ამგვარად ვითარდება კომპეტენტურობა და შესაძლებლობა, ძირითადი ტექნიკური ცოდნის ჩათვლით, რომელიც მოითხოვება პროფესიონალ ბუღალტრად კვალიფიცირებისათვის.



პროფესიონალი ბუღალტრის განათლების სტანდარტი (გს) 4


პროფესიული ფასეულობა, ეთიკა და ქცევა


სტანდარტის მიზანი


1.    სტანდარტი განსაზღვრავს, რომ პროფესიული ფასეულობა, ეთიკა და ქცევა პროფესიონალმა ბუღალტერებმა უნდა შეიძინონ წინასაკვალიფიკაციო განათლების პროგრამის მიმდინარეობისას.


2.    სტანდარტის მიზანია იმის გარანტიის შექმნა, რომ ბას-ის ნამდვილი წევრობის პრეტენდენტები აღჭურვილი არიან შესაბამისი პროფესიული ფასეულობით, ეთიკითა და ქცევით, რათა იმოქმედონ პროფესიონალი ბუღალტრის სახით.


შესავალი


3.    საზოგადოებას ბუღალტრის პროფესიის მიმართ გააჩნია დიდი მოლოდინი. პროფესიონალი ბუღალტრისათვის მნიშვნელოვანია, რომ მიიღოს და დაიცვას ეთიკური პრინციპი, რომელიც არეგულირებს ყველა მის ქცევას. პროფესიული ფასეულობა, ეთიკა და ქცევა ახდენს პროფესიონალი ბუღალტრის პროფესიის წევრად იდენტიფიცირებას და ქმნის პროფესიონალი ბუღალტრის შესაფერისად მოქმედების პირობებს. ბას-ის პასუხისმგებლობაა, მის წევრებს ჰქონდეთ ადეკვატური გაგება პროფესიული ეთიკის პრინციპებისა და ძირითადი ლოგიკურად საფუძვლიანი შეზღუდვების, რომლის ჩარჩოებშიც პროფესიული ეთიკა აქცევს პროფესიონალ ბუღალტერს.


4.    რამდენადაც პროფესიონალი ბუღალტრები მონაწილეობენ გადაწყვეტილების მიღებაში, მათ უნდა ჰქონდეთ სრული წარმოდგენა პროფესიული და ორგანიზაციული გადაწყვეტილებების ეთიკურ მნიშვნელობაზე.


5.    პროფესიონალი ბუღალტრები მუშაობენ ცვალებად გარემოში. კარგი კორპორაციული და საზოგადოებრივი მართვა ძალიანაა დამოკიდებული პროფესიული ფასეულობების, ეთიკისა და ქცევისადმი ერთგულბაზე. ასეთ მდგომარებაში მნიშვნელოვანია ნათელი წარმოდგენა ეთიკურ პრინციპებზე.

6.    პროფესიული ფასეულობები, ეთიკა და ქცევა უნდა იქცეს პრეტენდენტების საკუთარ წესად განათლების სტრუქტურის ფარგლებში. მომავალი პროფესიონალი ბუღალტრები თავიანთ საქმიანობაში უნდა გრძნობდნენ პროფესიული ფასეულობების, ეთიკისა და ქცევის მნიშვნელობასა და აუცილებლობას, რათა მათ პროფესიული ფასეულობები, ეთიკა და ქცევა არ ეგონოთ მეორეხარისხოვანი განათლების პროგრამაში.


7.    პედაგოგებმა და პროფესიულმა ორგანიზაციამ უნდა განასხვავონ სტუდენტებისათვის პროფესიული ფასეულობების, ეთიკისა და ქცევის სწავლება და ეთიკური ქცევის ათვისება და განვითარება. პროფესიული ფასეულობების, ეთიკისა და ქცევის განვითარება უნდა დაიწყოს პროფესიონალი ბუღალტრის განათლების ადრეულ სტადიაზე და უნდა განმეორდეს კარიერის განმავლობაში. პროფე-სიონალმა ბუღალტერმა იგი უნდა განიხილოს როგორც მუდმივი (განგრძობითი) სწავლების ნაწილი.


პროფესიული ფასეულობები, ეთიკა და ქცევა


8.    პროფესიონალი ბუღალტრის განათლების პროგრამამ პოტენციური პროფესიონალი ბუღალტრები უნდა უზრუნველყოს პროფესიული ფასეულობებით, ეთიკითა და ქცევით პროფესიული მსჯელობისა და ეთიკური მანერებით მოქმედებისათვის, რომელიც საზოგადოებისა და პროფესიის ინტერესშია.


9.    პროფესიონალი ბუღალტრისათვის აუცილებელი ფასეულობები, ეთიკა და ქცევა მოიცავს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის ეთიკის კოდექსის შესაბამისი ადგილობრივი ეთიკის კოდექსის შესრულების ვალდებულებას.


10.     პროფესიონალი ბუღალტრის განათლების პროგრამაში ფასეულობებისა და ქცევის მოცულობამ უნდა განაპირობოს შემდეგი ვალდებულებების შესრულება:
ა)    საზოგადოებრივი ინტერესი და სოციალური ვალდებულებებისადმი მგრძობიარობა;
ბ)    უწყვეტი სრულყოფა და მუდმივი სწავლება;
გ)    საიმედოობა, პასუხისმგებლობა, დროულობა, გულისხმიერება და პატივისცემა;
დ)    კანონები და ინსტრუქცია;


11.    მაშინ, როდესაც პროფესიული ფასეულობების, ეთიკისა და ქცევის შესწავლის ყოველი პროგრამის მიდგომა ასახავს საკუთარი ეროვნული და კულტურული გარემოს მიზნებს, როგორც მინიმუმ, ყველა პროგამამ უნდა მოიცვას:
ა)    ეთიკის ხასიათი;
ბ)    ეთიკაზე, მის უპირატესობასა და ნაკლოვანებაზე დაფუძნებული წესების სხვადასხვა დეტალები;
გ)    პატიოსნების, ობიექტურობის, პროფესიული კომპეტენტურობისა და სათანადო სიფრთხილის ვალდებულებისა და კონფიდენციალურობის ფუნდამენტურ ეთიკურ პრინციპებთან შესაბამისობა;
დ)    პროფესიონალური ქცევა და ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობა;
ე)    დამოუკიდებლობის, სკეპტიციზმის, პასუხისმგებლობისა და საზოგადოებრივი მოლოდინის კონცეფცია;
ვ)    ეთიკა და პროფესია: სოციალური პასუხისმგებლობა;
ზ)    ეთიკა და კანონი, კანონებს, ინსტრუქციებსა და საზოგადოებრივ ინტერესებს შორის ურთიერთობის ჩათვლით;
თ)    პიროვნების არაეთიკური ქცევის გავლენა პროფესიასა და, მთლიანად, საზო-გადოებაზე;
ი)    ეთიკის კავშირი ბიზნესთან და კარგ ხელმძღვანელობასთან;
კ)    ეთიკა და ინდივიდუალური პროფესიონალი ბუღალტერი: ინტერესთა კონფ-ლიქტი, ეთიკური დილემა და მათი გადაწყვეტა.



პროფესიონალი ფასეულობების, ეთიკისა და ქცევის სწავლება

12.    პროფესიული ფასეულობების, ეთიკისა და ქცევის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მომავალ პროფესიონალ ბუღალტრებს განსახილველი საგანი შეიძლება წარედგინოს როგორც ცალკე თემა. რამდენადაც პრეტენდენტები (სტუდენტები) პროგრესს განიცდიან და იღებენ უფრო ფართო ცოდნას სხვა საგნებში, შესაბამისი იქნება საგნების გაერთიანება. ეს წაახალისებს სტუდენტებს, მოძებნონ და განიხილონ სხვა საგნების შესწავლისას განხილული, შესაძლო ეთიკურად მნიშვნელოვანი საკითხები.


13.    პრეტენდენტებმა (სტუდენტებმა) უნდა შეიგნონ, რომ ფასეულობები, ეთიკა და ქცევა შეეხება ყველაფერს, რასაც პროფესიონალი ბუღალტრები აკეთებენ და როგორ შეაქვთ მათ წვლილი ბაზარზე ნდობასა და რწმენაში. უნდა წახალისდეს სტუდენტების მიერ შესაფერისი ეთიკის კოდექსის როლის შესწავლა და კრიტიკული შეფასება. პრეტენდენტები (სტუდენტები) შეიძლება მოწვეულ იქნენ პროფესიული გადაწყვეტილების მიღების დროს, რათა შეიქმნას ნდობისა და პატიოსნების ატმოსფერო, რომლის ფარგლებშიც პროფესიონალი ბუღალტრები მუშაობენ. პრეტენდენტები (სტუდენტები) უნდა წახალისდნენ, რათა შეისწავლონ სხვა პროფესიის ეთიკური გადაწყვეტილებები და გამოკვლიონ და განიხილონ სხვა პოტენციური მიდგომები ბუღალტრის პროფესიისადმი. კოდექსის მექანიკური შესწავლა და მეხსიერების შემდგომი გამოცდა ვერ მოიტანს სასურველ შედეგს.


14.    სტუდენტი ბუღალტრებისათვის პროფესიული ფასეულობების, ეთიკისა და ქცევის ახსნა უფრო ეფექტური იქნება თანამონაწილეობის მიდგომის გამოყენებით. მან შეიძლება მოიცვას:
ა)    მასალის შესწავლა მრავალარგუმენტიანი კაზუსური მასალის სწავლების გამოყენებით;
ბ)    როლის თამაში;
გ)    შერჩეული ლექციისა და ვიდეომასალის გარჩევა;
დ)    ეთიკური დილემის მომცველი ცხოვრებისეული ბიზნესის რეალური სიტუაციის ანალიზი;
ე)    დისციპლინარული განცხადებისა და გადაწყვეტილების განხილვა;
ვ)    სემინარები ზოგადი და პროფესიული გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილების მქონე სპიკერების გამოყენებით.


15.    პროფესიონალი ბუღალტრებისათვის მნიშვნელოვანია, ისწავლონ პრაქტიკული ეთიკური გამოცდილებიდან. ამ თვალსაზრისით, განათლების პროგრამამ უნდა მოიცვას მიმოხილვა, როდესაც პრეტენდენტი (სტუდენტი) მოითხოვს, განხილულ იქნეს გამოცდილება, რამ იმუშავა კარგად, რამ ვერ იმუშავა და როგორი მიდგომა უნდა იქნეს გამოყენებული მომავალში ანალოგიურ ვითარებაში.


სამუშაო ადგილის შესწავლა პროფესიული ფასეულობები, ეთიკა და ქცევა


16.    პროფესიული ფასეულობები, ეთიკა და ქცევები ეხება ყველა პროფესიონალი ბუღალტრის სამუშაოს. სათანადო ეთიკური ქცევა ისე მნიშვნელოვანია, როგორც ტექნიკური კომპეტენტურობა. ორგანიზაცია (ბას) მოითხოვს, რომ სტაჟიორებმა მიიღონ შესაბამისი განათლება და პრაქტიკული გამოცდილება ნამდვილ წევრად გახდომამდე. შესაბამისად, სწავლებისა და პრაქტიკული გამოცდილების პერიოდი უნდა იყოს სტრუქტურიზებული, რათა სტაჟიორებს შესაძლებლობა მიეცეთ დააკვირდნენ პროფესიული ფასეულობების, ეთიკისა და ქცევის გამოყენებას სამუშაო სიტუაციაში.


17.    პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაკვირვების პასუხისმგებლებმა სტაჟიორებთან ხაზი უნდა გაუსვან სამუშაო ადგილზე პროფესიონალი ბუღალტრის საქმიანობაში ეთიკური განზომილების როლს. ეს შეიძლება გაკეთდეს სტაჟიორების წახალისებით, მოახდინონ სამუშაო ადგილზე ეთიკური შემთხვევებისა და კონფლიქტების იდენტიფიცირება, ასეთ შემთხვევებთან დაკავშირებით წინასწარი შეფასების ჩამოყალიბება და მათი განხილვა უფროსთან.


18.    ხელმძღვანელებთან და დამკვირვებლებთან განხილვის გარდა, სტაჟიორებისათვის არსებობს ეთიკური პრობლემების განხილვის სხვა გზა. მაგალითად, განხილვა ან ინტერვიუ ორგანიზაციის ფარგლებში სხვა მომსახურე პერსონალთან.


19.    სტაჟიორები და პროფესიონალ ბუღალტრებად ახლად კვალიფიცირებული პირები სარგებელს მიიღებენ დამქირავებლის სამუშაოსთან დაკავშირებული პოტენციური ეთიკური მნიშვნელობის მქონე შესაბამისი პრობლემების განხილვაში მონაწილეობით. მაგალითად, მონაწილეობა ინტერესთა კონფლიქტის განხილვაში, რომელიც დაკავშირებულია:
ა)    პროფესიონალი ბუღალტრის სამუშაო (საწარმოს პოლიტიკით და დამკვირვებელთა ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების ჩათვლით) და მათ პროფესიულ ვალდებულებებთან (რომელიც განსაზღვრულია პროფესიული ეთიკის კოდექსით);
ბ)    ინფორმაციის კონფიდენციალობასთან, კონფიდენციალობის ზღვრის ჩათვლით;
გ)    პროფესიული ორგანიზაციის მოწყობასა და მიზანთან (წევრების სასარგებლოდ ლობისტური საქმიანობის ჩათვლით);
დ)    პროფესიონალი ბუღალტრების ინტერესთა კონფლიქტთან შეჯახების სხვადასხვა გზებთან, მაგალითად, არაჯეროვანი დაცვა და შემოსავლების მართვა.


20.     ეთიკური პრობლემები და დილემები შეიძლება ხდებოდეს როდესაც არსებობს ეჭვი საქმიანობის კურსისა და სიტუაციის ეთიკურ ასპექტებზე, სტაჟიორმა კონსულატაცია უნდა მიიღოს ზოგიერთ აღიარებულ ეთიკურ მაკონტროლებელ ორიენტირზე, სამუშაო გარემოს ფარგლებში, ან ბას-ისაგან იმის შესახებ, რა არ შეიძლება იყოს საქმიანობის კურსის შესაბამისი.


პროფესიონალი ბუღალტრის განათლების სტანდარტი (გს) 5


პრაქტიკული გამოცდილების მოთხოვნები
სტანდარტის მიზანი


1.    სტანდარტის მიზანია იმის გარანტია, რომ პროფესიონალი ბუღალტრობის პრეტენდენტებს კვალიფიკაციის მინიჭების მომენტისათვის მიღებული აქვთ ისეთი პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც შესაფერისია კომპეტენტური პროფესიონალი ბუღალტრისათვის.


2.    შემდგომი განვითარება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს კვალიფიკაციის შემდეგ, რათა დაკმაყოფილდეს საზოგადოების მხრიდან პროფესიონალისადმი წაყენებული მოთხოვნები. ყველა შემთხვევაში, პროფესიული კომპეტენტურობის შესანარჩუნებლად მოითხოვება სწავლება მთელი ცხოვრების მანძილზე.


შესავალი


3.    პროფესიონალი ბუღალტრის განათლების პროგრამით მიღებული ცოდნის დამატებით, პროფესიონალი ბუღალტრის სამუშაოს შესასრულებლად პრაქტიკული გამოცდილება მოითხოვება მანამ, სანამ კანდიდატი საზოგადოებაში გამოჩნდება, როგორც პროფესიონალი ბუღალტერი.


პრაქტიკული გამოცდილების მოთხოვნა


4.    პროფესიონალი ბუღალტრის სამუშაოს შესრულების პრაქტიკული გამოცდილების პერიოდი უნდა იყოს წინასაკვალიფიკაციო პროგრამის ნაწილი. ეს პერიოდი უნდა იყოს საკმაოდ ხანგრძლივი და ინტენსიური, რათა კანდიდატებმა შეძლონ იმის დემოსტრირება, რომ მათ შეიძინეს თავიანთი სამუშაოს კომპეტენტურად შესრულებისა და კარიერის მანძილზე განვითარებისათვის აუცილებელი პროფესიული ცოდნა, პროფესიული გამოცდილება და პროფესიული ფასეულობები, ეთიკა და ქცევა.


5.    პრაქტიკული გამოცდილების პერიოდი უნდა იყოს მინიმუმ სამი წელი.


6.    მთელი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ზოგადი განათლების, პროფესიული განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაბამისი შერწყმის გზით ჩამოყალიბდეს კომპეტენტური პროფესიონალი ბუღალტერი. მათი კომბინაცია შეიძლება იცვლებოდეს, ვიდრე მე-4 და მე-5 პუნქტის მიზნები არ იქნება მიღწეული. პრაქტიკული გამოცდილებისათვის მოთხოვნილი დროის უბრალო ხარჯვა საკმარისი არ არის. სტაჟიორებმა უნდა მოახდინონ მიღწეული კომპეტენტურობის დემოსტრირება.


7.    პრაქტიკული გამოცდილება შეიძლება მიღებულ იქნეს სასაწავლო პროგრამის შემდეგ ან მის პარალელურად.


8.    პრაქტიკული გამოცდილება აიარაღებს პროფესიული გარემოთი, რომელშიც სტაჟიორი სრულყოფს კომპეტენტურობას:
ა)    ორგანიზაციასთან დაკავშირებით, საწარმოს სამეურნეო საქმიანობისა და საქმიან ურთიერთობებთან თავისი წარმოდგენის გაღრმავებით;
ბ)    საბუღალტრო საქმეების სხვა საქმიან ურთიერთობებთან და ფუნქციებთან დაკავშირების შესაძლებლობებით;
გ)    გარემო პირობების გაცნობით, რომელშიც მომსახურების გაწევა ხდება;
დ)    შესაბამისი პროფესიული ფასეულობების, ეთიკისა და ურთიერთობების პრაქტიკაში, რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციაში განვითარებით;
ე)    პასუხისმგებლობის პროგრესულ დონეზე მუშაობის შესაძლებლობის არსებობით.



მართვა და კონტროლი


9.    ბას-ი უნდა იყოს იმის გარანტი, რომ პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც პრეტენდენტმა მიიღო, დამაკმაყოფილებელია. სტაჟირება, რომელსაც მივყავართ პროფესიონალი ბუღალტრის კვალიფიკაციამდე, უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის (ბას) გამოცდილი წევრის ხელმძღვანელობით. პრაქტიკული გამოცდილების ეფექტური პროგრამისათვის აუცილებელია ბას-ის, სტაჟიორის, ხელმძღვანელისა და დამქირავებლის ერთად მუშაობა.


10.    პრაქტიკული გამოცდილების პროგრამა სტაჟიორისა და დამქირავებლისათვის უნდა იყოს ურთიერთსასარგებლო და ერთობლივად განვითარებული. ანგარიში პრაქტიკულად მიღებული გამოცდილების შესახებ პერიოდულად უნდა განიხილებოდეს ხელმძღვანელის მიერ.


11.    სტაჟიორისათვის პროფესიონალი ბუღალტრის კვალიფიკაციის მინიჭებამდე აუცილებელია პროფესიულმა ორგანიზაციამ შეაფასოს სტაჟიორის მიერ მიღებული პრაქტიკული გამოცდილება, დამკვირვებლის ან ხელმძღვანელის მიერ განხილული წერილობითი და შეიძლება სტაჟიორის მიერ გაკეთებული ზეპირი ანგარიშის საფუძველზე.


12.    ხელმძღვანელის ფუნქციის შესრულებაში ხელმძღვანელს ორგანიზაციიდან შეიძლება დაეხმაროს სხვა პირი, რომელიც შესაძლოა არ იყოს პროფესიონალი ბუღალტერი.


13.    პრაქტიკული გამოცდილების პროგრამა უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს, რათა დაკმაყოფილდეს ბას-ის მიერ დადგენილი გამოცდილების მოთხოვნა. იგი ასევე ქმედითი და მომგებიანია დამქირავებლისათვის, მიუხედავად იმისა დამქირავებელი მოქმედებს მრეწველობაში, ვაჭრობაში, სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ სექტორში.


14.    ხელმძღვანელებს შეუძლიათ დაამყარონ მნიშვნელოვანი კავშირი ორგანიზაციასა და სტაჟიორებს შორის. ისინი შეიძლება იყვნენ პასუხისმგებელნი პრაქტიკული გამოცდილების პერიოდის დაგეგმვასა და სტაჟიორის ხელმძღვანელობის უზრუნველყოფაში.


15.    გამოცდილების ანგარიში, სტაჟიორისათვის დადგენილი სრული პროგრამის ფარგლებში, უნდა იყოს რეგულარული, რათა გარანტირებული იყოს პროფესიული ორგანიზაციის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესრულება. თუ პროგრამის ფარგლებში წინსვლა არ შეესაბამება განვითარების მოსალოდნელ დონეს, სიტუაცია უნდა იქნეს განხილული მიზეზის აღმოსაჩენად და იმის დასადგენად, თუ რა და როგორ გაკეთდეს სიტუაციის გამოსაწორებლად.

16.    გარანტირებული რომ იყოს შესაბამისი გამოცდილების მიღწევა, ბას-მა უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯები:
ა)    მონიტორინგის სისტემის დაწესება, ჩვეულებრივ შერჩევის გზით, რომელიც უზრუნველყოფს პრაქტიკულად მიღებული გამოცდილების შემოწმებასა და ანგარიშსწორებას;
ბ)    მეწარმეების, ხელმძღვანელებისა და სტაჟიორების უზრუნველყოფა მათი როლისა და ვალდებულებების და პრაქტიკული გამოცდილების პროგრამის შესახებ დეტალური წერილობითი სახელმძღვანელოთი;
გ)    სტაჟიორის შესაბამისი გამოცდილების უზრუნველყოფისათვის შესაფერისი დამქირავებლის შერჩევის მექანიზმის დადგენა;
დ)    პრაქტიკული გამოცდილების გარემოს შეფასება და მოწონება გამოცდილების მიღების დაწყებამდე (მაგალითად, პრაქტიკული გამოცდილების ბუნება და შესაძლებლობა და დამქირავებელთა სასწავლო ღონისძიებები უნდა იქნეს განხილული, რათა გარანტირებული იყოს, რომ სტაჟიორი მიიღებს სათანადო მითითებას, დაკვირვებას, მინიშნებას, რეკომენდაციასა და შეფასებას);
ე)    მიღებული პრაქტიკული გამოცდილების შემოწმება, წევრობამდე სტაჟიორის მიერ წარმოდგენილი წერილობითი და შეიძლება ზეპირი ანგარიშის საფუძველზე;
ვ)    დამქირავებლისა და ხელმძღვანელის წინასწარი შერჩევა;
ზ)    პერიოდული ანგარიშგების სისტემის დაწესება.


პროფესიონალი ბუღალტრის განათლების სტანდარტი (გს) 6


პროფესიული შესაძლებლობებისა და კომპეტენტურობის შეფასება


სტანდარტის მიზანი


1.    სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს პრეტენდენტის პროფესიული შესაძ-ლებლობისა და კომპეტენტურობის წინასაკვალიფიკაციო საბოლოო შეფასები-სათვის.


2.    სტანდარტი დაკავშირებულია პროფესიული განათლების პროგრამით მიღებული პროფესიული შესაძლებლობის (პროფესიული ცოდნა, პროფესიული უნარი და პროფესიული ფასეულობები, ეთიკა და ქცევა) შეფასებასთან.


3.    განათლების სტანდარტების მიზნებისათვის პროფესიული ცოდნა, პროფესიული უნარი და პროფესიული ფასეულობები, ეთიკა და ქცევა მთლიანობაში იწოდება როგროც შესაძლებლობა. შესაძლებლობა არის ინდივიდების ნიშან-თვისება, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, საქმის ცოდნით შეასრულონ თავიანთი როლი.


4.    ზოგიერთი კომპეტენცია, პროფესიული უნარი და ფასეულობები შესაძლოა უკეთ იქნეს მოპოვებული პრაქტიკული გამოცდილებით და უკეთ შეფასებული სამუშაო ადგილზე ან სამუშაო ადგილის მოდელირებით.


შესავალი


5.    ბას-ი, რომელიც აღიარებს და იცავს IFAჩ_ის მიზნებს, პასუხს აგებს იმაზე, რომ გააჩნდეს ისეთი პროცედურები, რომლითაც წევრად აღიარებული იქნება შესაბამისი კვალიფიკაციის პრეტენდენტები. ზოგი შეფასება შეიძლება გაკეთდეს შესაძლებლობისა და კომპეტენტურობის საბოლოო შეფასებამდე.
6.    პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს იმის დემოსტრირების უნარი, რომ:  
ა)    გააჩნია ნორმალური ტექნიკური ცოდნა სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნებში;
ბ)    შეუძლია ტექნიკური ცოდნის გამოყენება ანალიტიკურ და ტექნიკურ ქმედებებში;
გ)    შეუძლია სხვადასხვა საგნებიდან მიიღოს ცოდნა, რომელიც საჭიროა მრავალმხრივი და რთული პრობლემების გადასაჭრელად;
დ)    მოცემული კორპორაციის მონაცემებიდან შესაბამისი და შეუსაბამო/არასაჭი-რო ინფორმაციის გარჩევით შეუძლია სპეციფიკური პრობლემის გადაჭრა;

ე)    მრავალმხრივი პრობლემების სიტუაციაში შეუძლია პრობლემის იდენტიფიცირება და გადაწყვეტის თანმიმდევრობის შეფასება;
ზ)    დაუშვას, რომ შეიძლება იყოს ალტერნატიული გადაწყვეტა და შეაფასოს განსჯის როლი;
ტ)    შეუძლია გააერთიანოს სხვადსხვა სფეროს ცოდნა და გამოცდილება;
ი)    შეუძლია მომხმარებლებთან ეფექტური კავშირი, რეალისტური რეკომენ-დაციების მოკლედ და ლოგიკური ხერხით ფორმულირებით;
კ)    შეუძლია ეთიკური დილემის იდენტიფიცირება;
7.    კვალიფიკაციის პროცესის პრაქტიკული გამოცდილების ნაწილის დანიშნულებაა გააიოლოს განვითარება და წარმართოს პროფესიული ცოდნის, პროფესიული უნარის და პროფესიული ფასეულობების, ეთიკისა და ქცევის გამოყენება. საბოლოოდ, მხოლოდ პრაქტიკული გამოცდილებით ახდენს სტაჟიორი მის მიერ პროფესიონალი ბუღალტრის როლის შესრულებაში კომპეტენტურობის დემოსტრირებას.

პროფესიული შესაძლებლობებისა და კომპეტენტურობის შეფასება


8.    პროფესიონალი ბუღალტრის კვალიფიკაციის მინიჭებამდე უნდა შეფასდეს პრეტენდენტის პროფესიული შესაძლებლობა და კომპეტენტურობა. ბას-ი პასუხისმგებელია საბოლოო შეფასებაზე, რომ კანდიდატს გააჩნია მომდევნო პუნქტში მოტანილი მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაცია.
9.    პროფესიული შესაძლებლობებისა და კომპეტენტუეობის საბოლოო შეფასება უნდა:
ა)    მოითხოვდეს კანდიდატების პასუხების მნიშვნელოვან პროპორციას წერილობით;
ბ)    იყოს საიმედო და ნამდვილი;
გ)    მოიცავდეს პროფესიული ცოდნის, პროფესიული უნარის და პროფესიული ფასეულობების, ეთიკისა და ქცევის მთელი დიაპაზონის საკმარის რაოდენობას, რათა შეფასება ნდობას იმსახურებდეს;
დ)    იყოს გაკეთებული რეალობასთან მჭიდრო კავშირში წინასაკვალიფიკაციო პროგრამის დასასრულისათვის.


10.    პროფესიული შესაძლებლობებისა და კომპეტენტურობის შეფასება ემსახურება რამდენიმე მიზანს. პირველ რიგში ბას-ს, როგორც IFAჩ_აღიარებული რეგიონული ჯგუფის წევრი ორგანიზაცია პასუხიმგებელია იმის გარანტიაზე, რომ პროფესიონალ ბუღალტერს გააჩნია ისეთი შესაძლებლობა და კომპეტენტურობა, როგორსაც მოელიან მეწარმეები, კლიენტები და საზოგადოება. მეორე, პირი, რომელიც ფუნქციურად ვალდებულია იზრუნოს თავისი კლიენტების, დამქირავებლისა და შესაბამისი აქციონერებისათვის, საჭიროა თავისი შესაძლებლობა აჩვენოს, კომპეტენტური მანერით შეასრულოს ეს მოვალეობა. მესამე, საზოგადოების ინტერესი დაცულია და პროფესიის ნდობა გაზრდილია, როდესაც პროფესიონალი ბუღალტრობა ნებადართულია მხოლოდ მათთვის, ვინც ასრულებს პროფესიის კომპეტენტურობის სტანდარტებს.


11.    კრიტიკული აზრი მდგომარეობს იმაში, არის თუ არა შეფასება საიმედო და ნამდვილი. საიმედო შეფასებები თანმიმდევრულ, ობიექტურ შედეგს იძლევა გარკვეული დროის შემდეგ. შეფასების ნამდვილი (ძალამოსილი) მეთოდები აფასებს სასურველ შედეგებს და შეუძლია გამოიყენოს რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები (საზომი). შეფასება უნდა იყოს მისაღები საწარმოს პარტნიორებისათვის და ემსახურებოდეს საზოგადოების ინტერესებს.


12.    შეფასება უნდა იყოს შესაფასებელი პროფესიული ცოდნის, პროფესიული უნარის და პროფესიული ფასეულობების, ეთიკისა და ქცევის შესაბამისად.


13.    არარეალურია შესაძლებლობისა და კომპეტენტურობის მთელი დიაპაზონის შეფასება ნებისმიერ ერთ სესიაზე, მთელი დიაპაზონი მოცული უნდა იყოს რამდენიმე სესიაზე. ზოგიერთი მასალა შეიძლება მოცული იყო ადრე და ექსპერტს უფლება აქვს ივარაუდოს, ეს მასალა ათვისებული და გაგებულია. სხვა შემთხვევაში ზოგიერთი კომპეტენტურობიდან შეიძლება შეფასებული იყო პრაქტიკული გამოცდილების პერიოდის მსვლელობისას.


14.    პრეტენდენტთა პროფესიული შესაძლებლობებისა და კომპეტენტურობის შეფასების მტკიცებულების უზრუნველსაყოფად, შეფასებამ უნდა განსაზღვროს მნშვნელოვანი წონის მქონე პასუხი.


15.    კანდიდატებმა ასევე უნდა შეძლონ იმის დემონსტრირება, რომ მათ შეუძლიათ მდგომარეობის დიაპაზონის ყველა სხვადასხვა ელემენტების გაერთიანება და მათი გამოყენება პროფესიონალ ბუღალტრად მუშაობისას.


16.    შეფასებამ შეიძლება ასევე მოიცვას ზეპირი ან ჯგუფური შეფასება, როგორც ობიექტური გამოცდის დამატებითი წყარო. სცენარზე დაფუძნებული კითხვები და სიტუაციური მაგალითები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინტელექტუალური გამოცდილების მაღალ დონეზე შესამოწმებლად. შეფასება უნდა იყოს პროფესიონალი ბუღალტრის შესაბამისის სიძნელის დონეზე, რათა შენარჩუნდეს შესაძლებლოებებისა და კომპეტენტურობის საბოლოო ტესტირების სანდოობა.


17.    პროფესიული შესაძლებლობა და კომპეტენტურობა შეიძლება შეფასდეს ინდივიდის წინასაკვალიფიკაციო პროგრამის მთელი რიგი ნაწილების მიხედვით. თუმცა, საბოლოო საკვალიფიკაციო შეფასება, როგორც რეალობასთან დაახლოებული, უნდა განხორციელდეს ინდივიდის წინასაკვალიფიკაციო პროგრამის დასრულებისათვის. ამ საბოლოო შეფასებამ უნდა მოიცვას პროფესიული ცოდნის, პროფესიული უნარის და პროფესიული ფასეულობების, ეთიკისა და ქცევის საკმარისი ძირითადი ნაწილი, რომელიც აუცილებელია იმის სადემოსტრაციოდ, რომ ინდივიდს გააჩნია პროფესიონალ ბუღალტრად კვალიფიცირებისათვის აუცილებელი შესაძლებლობა და კომპეტენტურობა.


პროფესიონალი ბუღალტრის განათლების სტანდარტი (გს) 7.

პროფესიული განვითარების გაგრძელება: განგრძობითი სწავლების პროგრამა და პროფესიული
კომპეტენციის განვითარების გაგრძელება


სტანდარტის მიზანი


1.    წინამდებარე სტანდარტი ადგენს, რომ საქართველოს დამოუკიდებელ ბუღალტერთა და აუდიტორთა საზოგადოება (ბას):
ა)    აწესებს პროფესიონალი ბუღალტრების განგრძობითი სწავლების ვალდებულებას;
ბ)    უზრუნველყოფს პროფესიული შესაძლებლობების განვითარების გაგრძელების ხელმისაწვდომობას და რესურსებს მისი წევრებისათვის;
გ)    საზოგადოების ინტერესის დაცვის უზრუნველსაყოფად აწესებს წევრების მიერ პროფესიული კომპეტენტურობის შენარჩუნებისა და განვითარების განმსაზღვრელ პირობებს;
დ)    აკონტროლებს პროფესიონალი ბუღალტრების პროფესიული კომპეტენტურობის შენარჩუნებასა და განვითარების გაგრძელებას.


2.     ეს სტანდარტი ემყარება იმ პრინციპს, რომ ყოველი პროფესიონალი ბუღალტრის მოვალეობაა განავითაროს და შეინარჩუნოს პროფესიული კომპეტენტურობა, რომელიც აუცილებელია კლიენტების, დამქირავებლებისა და აქციის სხვა მფლობელებისათვის მაღალი ხარისხის მომსახურების გასაწევად.


შესავალი


3.    სტანდარტი ადგენს, რომ ორგანიზაციის წევრი ასრულებს პროფესიული განვითარების გაგრძელებას (პგგ), როგორც პროფესიონალი ბუღალტრის ხანგრძლივი წევრობის კომპონენტის შემადგენელ მოთხოვნას. ასეთ მოთხოვნას წვლილი შეაქვს პროფესიის მიზნის განხორციელებაში – უზრუნველყოს მაღალხარისხიანი მომსახურება საზოგადოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.


4.    სტანდარტი ნერგავს პგგ-ის სათანადო (რელევანტურ), შემოწმებად და ცოდნის მისაღები მოქმედებისა და შედეგის შეფასებად კონცეფციას.

5.    პგგ დამოკიდებულია მოქმედებებზე ცოდნის მისაღებად, რომელიც პროფესიონალ ბუღალტერს უნვითარებს და უნარჩუნებს უნარს იმოქმედოს საქმის ცოდნით პროფესიული გარემოს ფარგლებში.


6.    ცოდნა, რომელიც საჭიროა პროფესიონალი ბუღალტრის სახით ფუნქციონირებისათვის საზოგადოებრივ პრაქტიკაში, მრეწველობაში, ვაჭრობაში, განათლებასა და საჯარო სექტორში, ფართოვდება და იცვლება მაღალი ტემპით. პროფესიონალი ბუღალტრის წინაშე დგას გაზრდილი ცოდნისა და გამოცდილების მოლოდინი. ისინი და მათთან ერთად, ბას-ი დგას შიდა კონტროლის ხარისხის, ხელმძღვანელების, ფინანსური ანგარიშგებისა და დამოუკიდებელი აუდიტორების უპრეცედენტო გამომცდელი მზერის წინაშე. ეს ზეწოლა ეხება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის პროფესიონალ ბუღალტრებს. გარდა ამისა, კონკურეტუნარიანობის შენარჩუნების აუცილებლობამ ყველა ტიპის ობიექტებში წარმოშვა დამატებითი მოთხოვნა პროფესიონალი ბუღალტრის როლსა და მოვალეობებში. პროფესიონალ ბუღალტრებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ყველა სექტორის საქმიანობაში. ეს მოლოდინი რომ გაამართლოს პროფესიონალი ბუღალტერისათვის, უკიდურესად მნიშვნელოვანი და აუცილებელია პროფესიული კომპეტენტურობის ხანგრძლივი განვითარება და განგრძობითი სწავლა.


7.    პროფესიული განვითარების გაგრძელება, თავისთავად, არ უზრუნველყოფს იმის გარანტიას, რომ ყველა წევრი ყოველთვის შეასრულება მაღალი ხარისხის პროფესიულ მომსახურებას.პროფესიული განვითარების გაგრძელება უფრო მეტად, უზრუნველყოფს პროფესიული კომპეტენტურობის შენარჩუნებას. იგი განაპირობებს ცოდნის გამოყენებას პროფესიული წინდახედულობითა და მიუკერძოებელი დამოკიდებულებით. ასევე არ არსებობს გარანტია, რომ პროფესიული განვითარების გაგრძელების პროგრამაში მონაწილე ყველა პირი მიიღებს სარგებელს ამ პროგრამიდან, ინდივიდების განსხვავებული ქმედებისა და სწავლის უნარის გამო. თუმცა ცხადია, რომ წევრებს, რომლებსაც არ გააჩნიათ მათი სამუშაო ადგილის მოთხოვნების შესაფერისი უახლესი ტექნიკური და ზოგადი ცოდნა, არ ექნებათ პროფესიული მომსახურების  ცოდნით უზრუნველყოფის უნარი. ამიტომ, პროფესიული განვითარების გაგრძელების პროგარმაში მონაწილე ადამიანებისათვის დამახასიათებელი შეზღუდულობის მიუხედავად, პროფესიული განვითარების გაგრძელების მოთხოვნა მნიშვნელოვანია საზოგადოების ნდობის შესანარჩუნებლად.


განგრძობითი სწავლების ხელშეწყობა


8.    ბას-ი ხელს უწყობს ყველა პროფესიონალი ბუღალტრისათვის კომპეტენტურობის უწყვეტი სრულყოფისა და განგრძობითი სწავლების ვალდებულების მნიშვნელობის განვითარებას.


9.    ყველა პროფესიონალი ბუღალტერი ვალდებულია აიმაღლოს და შეინარჩუნოს თავისი პროფესიონალური კომპეტენტურობა იმ დონეზე, რომელიც შესაბამისი იქნება მათი სამუშაოს ბუნებისა და პროფესიონალური ვალდებულებისა. ეს ვალდებულება ეხება ყველა პროფესიონალ ბუღალტერს, მიუხედავად იმისა ისინი დაკავებული არიან ბუღალტრული აღრიცხვის ტრადიციულ სფეროში თუ სხვა სფეროში.


10.    განგრძობითი სწავლების პროცესი იწყება პროფესიონალ ბუღალტრად აღიარებისათვის საჭირო საკვალიფიკაციო პროგრამის გაგრძელებით. პროფესიული განვითარების გაგრძელება არის გაფართოება განათლების იმ პროცესისა, რომელმაც განაპირობა პროფესიონალ ბუღალტრად კვალიფიცირება. კვალიფიცირების მომენტისათვის მიღწეული პროფესიული ცოდნა, პროფესიული გამოცდილება და პროფესიული ფასეულობები, ეთიკა და ქცევა აგრძელებს ინდივიდის პროფესიონალური ქცევისა და ვალდებულებების შესაბამისად განვითარებას და სრულყოფას.


11.    ბას-ი თვითონ უზრუნველყოფს პროფესიონალი ბუღალტრებისათვის პროფესიული განვითარების გაგრძელების შესაფერის პროგრამას და აადვილებს სხვების მიერ შეთავაზებული პროგრამების ხელმისაწვდომობას.

 


პროფესიული განვითარების ვალდებულება ყველა პროფესიონალი ბუღალტრისათვის


12.    ბას-ი მოითხოვს, რომ ყველა პროფესიონალმა ბუღალტერმა განავითაროს და შეინარჩუნოს მისი სამუშაო ადგილისა და მოვალეობის შესაფერისი და შესაბამისი კომპეტენტურობა. კომპეტენტურობის განვითარებასა და შენარჩუნება-ზე პასუხისმგებლობა აკისრია პირველ რიგში თითოეულ პროფესიონალ ბუღალტერს.


13.    პროფესიული განვითარების გაგრძელება თანაბრად აუცილებელია ყველა პროფესიონალი ბუღალტრისათვის, მიხედავად ბიზნესის სახისა და სიდიდსა, სადაც ისინი მუშაობენ, იმიტომ, რომ:

ა)    ყველა პროფესიონალ ბუღალტერს აკისრია თავის კლიენტზე, დამქირავებელსა და შესაბამისი კაპიტალის მფლობელზე (პარტნიორზე) ზრუნვის ეთიკური ვალდებულება და წარმოება (განხორციელება) ამ ვალდებულების კომპეტენტური მანერით შესრულების დემოსტრირების აუცილებლობა;
ბ)    პროფესიონალ ბუღალტრებს გააჩნიათ მნიშვნელოვანი მდგომარეობა (ადგილი) ყველა სფეროში, როგორიცაა ფინანსური ანგარიშგება, საზოგადოებრივი პასუხიმგებლობა და საზოგადოებრივი ნდობის შენარჩუნება;
გ)    ყველა სფერო ექვემდებარება გარემოს სწრაფ ცვალებადობას და შესაბამისად, წარმოიშობა სტრატეგიული ან ბიზნეს გეგმის შეცვლილი გარემოსადმი მისადაგების მოთხოვნა, რაშიც ორგანიზაციის (საწარმოს) იმედია პროფესიონალი ბუღალტრის პროფესიული კომპეტენტურობა.

 


პროფესიული განვითარების გაგრძელებისადმი მიდგომა


14.    პროფესიული განვითარების გაგარძელების მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ დაეხმაროს პროფესიონალ ბუღალტრებს პროფესიული კომპეტენციის განვითარებით უნზრუნველყონ საზოგადოების ინტერესების შესაბამისად მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა. პროფესიული განვითარების გაგარძელების მისაღწევად ბას-ი იყენებს ორ მიდგომას. კერძოდ:
ა)    დასწრებაზე დაფუძნებული მიდგომა – რომელიც ადგენს სწავლების ღონისძიების განსაზღვრულ მოცულობას, რომელიც განიხილება კომპეტენტურობის სათანადოდ განმავითარებლად და შემნარჩუნებლად;
ბ)    შედეგზე დაფუძნებული მიდგომას – რომელიც პროფესიონალი ბუღალტრებისაგან მოითხოვს შედეგის მიხედვით იმის დემოსტრირებას, რომ ისინი ინვითარებენ და ინარჩუნებენ პროფესიულ კომპეტენტურობას;


15.    დასწრებაზე დაფუძნებული მიდგომით პროფესიული განვითარების გაგრძელებას დაექვემდებარება პროფესიონალი ბუღალტერი, რომელიც ვერ მოახდენს პროფესიული კომპეტენტურობის განვითარებისა და შენარჩუნების დემოსტრირებას შედეგზე დაფუძნებული მიდგომით.


16.    დასწრებაზე დაფუძნებული მიდგომით პროფესიული განვითარების გაგარძელებას დაქვემდებარებულ პროფესიონალ ბუღალტერს მოეთხოვება ყოველწლიურად დაამთავროს ყველაზე მცირე 20 საათიანი სასწავლო სააუდიტორო ციკლი (სემინარი).

17.    დასწრებაზე დაფუძნებული მიდგომით პროფესიული განვითარების გაგრძელების უზრუნველსაყოფად ბას-ი მსურველი პროფესიონალი ბუღალტრებისათვის აწყობს ორგანიზებულ სემინარს წელიწადში ერთხელ.


18.    პროფესიონალმა ბუღალტერმა შეიძლება დასწრებაზე დაფუძნებული მიდგომით პროფესიული განვითარება გააგრძელოს სხვა ეკვივალენტურ სასწავლო ციკლში მონაწილეობით. სასწავლო ციკლის ეკვივალენტურობას ადგენს ბას-ის პროფესიული განათლებისა და სერტიფიცირების კომიტეტი პროფესიონალი ბუღალტრის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.


19.    შედეგზე დაფუძნებული მიდგომით პროფესიული განვითარების გაგრძელებას დაქვემდებარებული პროფესიონალი ბუღალტრებისაგან ბას-ი მოითხოვს, რომ მოახდინონ სათანადო კომპეტენტურობის განვითარებისა და შენარჩუნების პერიოდული დემოსტრირება შესაბამისი მტკიცებულებით, რომელიც:
ა)    მიუკერძოებლად არის დამოწმებული კომპეტენტური წყაროს მიერ; და
ბ)    გონივრულად გამოყენებადია შეფასების კომპეტენტური მეთოდისათვის.


20.    შედეგზე დაფუძნებული სისტემისათვის კომპეტენტურობის განვითარების შენარჩუნების ობიექტური შეფასება არის კომპეტენტურობის დადასტურება. დადასტურება უნდა უზრუნველყოს უფლებამოსილმა წყარომ, რომელიც ამტკიცებს, რომ კომპეტენტურობა იყო განვითარებული და შენარჩუნებული საფუძვლიანი მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. შეფასებამ ნათლად უნდა დაადგინოს შედეგი ან მიღწეული კომპეტენცია.


21.    მტკიცება შესაძლოა იყოს მრავალფეროვანი. მტკიცებულების მაგალითებია:
ა)    ნაწერი ან გამოქვეყნებული მასალის შეფასება რეცენზენტის მიერ;
ბ)    პროფესიული სტატიის ან სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომის პუბლიკაცია;
ც)    პერიოდული განმეორებითი გამოცდა;
დ)    პროფესიული ან სხვა კვალიფიკაცია; და სხვა.


მონიტორინგი და სანქცია


22.    ბას-ი ახორციელებს სისტემატიურ შემოწმებას პროფესიონალი ბუღალტრების მიერ პროფესიული განვითარების გაგრძელების მოთხოვნების შესრულებაზე და ადგენს შესაბამის სანქციას ამ მოვალეობის შეუსრულებლობისათვის.


23.    შემოწმების მიზანია დადგინდეს თუ როგორი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ბას-ის წევრები პროფესიული კომპეტენციის განვითარებასა და შენარჩუნებას.


24.    შემოწმება ემყარება ბას-ის პროფესიული განათლებისა და სერტიფიცირების კომიტეტის ხელთარსებულ ინფორმა-ციას პროფესიონალი ბუღალტრის მიერ დასწრებაზე დაფუძნებული მიდგომით განგრძობით სწავლებაში მონაწილეობის შესახებ ან პროფესიონალი ბუღალტრის მიერ წარდგენილ ანგარიშს შედეგზე დაფუძნებული მიდგომით პროფესიული განვითრების გაგრძელების შესახებ.


25.    კონტროლის უზრუნველსაყოფად ბას-ი პროფესიონალი ბუღალტრებისაგან მოითხოვს ანგარიშს პროფესიული განვითარების გაგარძელებასთან დამოკიდებულების შესახებ. ასეთი ანგარიშის წარდგენა არ ევალება პროფესიონალ ბუღალტერს, რომელიც დასწრებაზე დაფუძნებული მიდგომის ფარგლებში მონაწილეობას იღებს ბას-ის მიერ ორგანიზებულ სასწავლო სემინარში.


26.    პროფესიული განვითარების გაგრძელებასთან დამოკიდებულების შესახებ ანგარიში ბას-ს წარედგინება წელიწადში ერთხელ ყოველი კალენდარული წლის ბოლომდე.


27.    სავალდებულო პროფესიული განვითარების გაგრძელება მხოლოდ მაშინ მუშაობს ეფექტურად, როდესაც მოხდება სავალდებულო პროფესიული განვითარების აუცილებლობაში პროფესიონალი ბუღალტრის დარწმუნება, ან თუ პროფესიონალი ბუღალტერი არ ემორჩილება სავალდებულო მოთხოვნას, მის მიმართ გამოყენებული იქნება სანქცია.


28.    სანქციის ზომად შესაძლოა გამოყენებული იქნეს სავალდებულო პროფესიული განვითარების გაგარძელებისადმი დაუმორჩილებელი პროფესიონალი ბუღალტრის დასახელება საერთო კრებაზე, შეტყობინება დამქირავებლისათვის, ინფორმაციის გამოქვეყნება და უკიდურეს შემთხვევაში ბას-იდან გარიცხვა.


29.    სავალდებულო პროფესიული განვითარების გაგრძელებისადმი დაუმორჩილებელი პროფესიონალი ბუღალტრის მიმართ პირველი ნაბიჯი ითვალისწინებს მიმართვას გონივრულ ვადაში სავალდებულო მოთხოვნისათვის დამორჩილების მოთხოვნით. აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ძალიან მკაცრი საქნქციის მიღების დროს.


30.    ბას-ის წევრობიდან გარიცხვა შესაძლოა გამოყენებულ იქნას იმ პროფესიონალი ბუღალტრის მიმართ, რომელიც, ბას-ის მიმართვის შემდეგ ალბათ ისევ გააგრძელებს პროფესიული განვითარების გაგარძელების იგნორირებას.


საქართველოს დამოუკიდებელ ბუღალტერთა და აუდიტორთა საზოგადოების ნამდვილ წევრთა შემდგომი პროფესიული განათლების კონცეფცია


5.    ზოგადი დებულებანი
5.1.    მოცემული კონცეფცია შემუშავებულია საქართველოს დამოუკიდებელ ბუღალტერთა და აუდიტორთა საზოგადოების (ბას) წესდებისა და ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის #2 ნორმატივის – ”შემდგომი პროფესიული განათლება” საფუძველზე.
5.2.    შემდგომი პროფესიული განათლება არის მიზანმიმართული საგანმანათლებლო ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს ბას-ის წევრთა მაღალი პროფესიული დონის შენარჩუნებას სერთიფიცირების შემდგომ ნებისმიერ პერიოდში.
5.3.    კონცეფცია დამტკიცებულია ბას-ის გამგეობის მიერ და წარმოადგენს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების საფუძველს.


6.    მიზნები და ამოცანები
6.1.    შემდგომი პროფესიული განათლების მიზანია ბას-ის ნამდვილ წევრთა მუდმივი პროფესიული განათლების პროგრამის პრაქტიკაში განხორციელების გზით საზოგადოებაში პროფესიონალ სპეციალისტთა ნდობის მოპოვება, მათი რეიტინგის ამაღლება და ”ბას”-ის საერთაშორისო აღიარებისათვის ხელშეწყობა.
6.2.    მიზნის მისაღწევად ბას-ი შეიმუშავებს პროფესიონალი ბუღალტრების სერთიფიცირების შემდგომი კვალიფიკაციის ამაღლების პროგარამას, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული ცოდნის შევსებას მიმდინარე სიახლეთა გათვალისიწნებით.


7.    კვალიფიკაციის ამაღლების სფერო     
7.1.    პროფესიონალ ბუღალტერთა შემდგომი განათლების პროგრამა შემუშავდება ეკონომიკის განვითარების დონიდან გამომდინარე პროფესიისადმი საზოგადოების მოთხოვნის გათვალისწინებით.
7.2.    შემდგომი განათლება უნდა ითვალისწინებდეს კვალიფიკაციის ამაღლებას შემდეგი ძირითადი მიმართულებით:
•    მოქმედებაში შესული ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესწავლა;
•    მოქმედებაში შესული აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესწავლა;
•    ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის სხვა ნორმატიული აქტების შესწავლა;
•    საგადასახადო კანონმდებლობის სიახლის და მათი პრაქტიკაში გამოყენების შესწავლა;
•    ფინანსური და მმართველობითი აღრიცხვის პრობლემური საკითხების შესწავლა;
•    ბიზნესის საკანონმდებლო ბაზაში მომხდარი ცვლილებების შესწავლა;
•    ფინანსები და ფინანსური მენეჯმენტის საკითხების შესწავლა.
7.3.    კვალიფიკაციის ამაღლების ძირითად მიმართულებებთან ერთად დასაშვებია პროგრამაში ისეთი საკითხების ჩართვა, რომელიც საინტერესოა ნამდვილ წევრთა გარკვეული ჯგუფისათვის.


8.    მოთხოვნა და მონიტორინგი
8.1. ბას-ის გამგეობა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შემდგომი განათლებისათვის მინიმალურ ხანგრძლივობას ადგენს ყოველწლიურად 40 აკადემიური საათის ოდენობით.
8.2. საკვალიფიკაციო კურსების ორგანიზება და ჩატარება ევალება ბას-ის პროფესიული განათლებისა და სერტიფიცირების კომიტეტს.
8.3. საკვალიფიკაციო კურსები ტარდება ბას-ის მიერ ან ბას-ის მიერ შერჩეული პირების მიერ, რომლებიც ხელმძღვანელობენ ბას-ის მიერ შედგენილი პროგრამებით.
8.4. შემდგომი განათლების მიმდინარეობაზე მონიტორინგს ახორციელებს და ჩათვლებს ღებულობს ბას-ის პროფესიული განათლებისა და სერტიფიცირების კომიტეტი.


Joomla! Template design and develop by JoomVision.com - http://www.joomvision.com