ახალი ამბები: რეგისტრაცია აუდიტორთა რეესტრში ... - Monday, 12 September 2016 08:16
ქართული (Georgian)English(United Kingdom)

Developed by JoomVision.com

მსოფლიო ბანკის ახალი პროექტი (STAREP) ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის მონაწილე ექვსი ქვეყნისათვის

მსოფლიო ბანკის ახალი პროექტი (STAREP) ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის მონაწილე ექვსი ქვეყნისათვის (სომხეთი, აზერბაიჯანი,     ბელორუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.)

აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებში აუდიტის და ანგარიშგების გაუმჯობესების პროგრამა (STAREP) მსოფლიო ბანკის ახალი წამოწყებაა, რომლის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვის დახმარების გაწევა. პროგრამით, აღნიშნულ ქვეყნებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ეფექტური და მდგრადი ჩარჩოების შექმნაში გაეწევა დახმარება. გარდა ამისა, პროგრამის მეშვეობით აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნები ევროკავშირის კანონების

და რეგულაციების სისტემის მოთხოვნების გათვალისწინებას შეძლებენ.  STAREP–ი სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს დაეხმარება, მათ შორის ფინანსთა სამინისტროებს, ბუღალტრებს და აუდიტორებს, მარეგულირებელ ორგანოებს და ბუღალტერიის ლექტორებს და მასწავლებლებს (უნივერსიტეტებში).

 

STAREP–ი საბუღალტრო განათლების სისტემების, კორპორატიული ფინანსური ანგარიშგების ინსტიტუციონალური ჩარჩოების გაუმჯობესებაზე, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი სტანდარტების შემოღების ხელშეწყობაზე და ძირითად ინსტიტუტებს შორის უფრო მჭიდრო  საერთაშორისო კავშირების დამყარებაზე, აგრეთვე მათ შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე ამახვილებს ყურადღებას.

STAREP–ი ერთმანეთისგან სწავლის მოდელზეა დაფუძნებული, აერთიანებს პოლიტიკის გამტარებლებს და პროფესიონალური განათლების პრაქტიკოსებს, კორპორატიულ ფინანსურ ანგარიშგებას და ფინანსურ რეგულაციებს, რათა მონაწილე ქვეყნებს ერთმანეთის რეფორმების გამოცდილების გაზიარების და პოტენციური სირთულეების თავიდან აცილების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

პროგრამას ახორციელებს მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების რეფორმების ცენტრი (CFRR), რომელიც პასუხისმგებელია მსოფლიო ბანკის კორპორატიულ ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე მთელი ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის მასშტაბით.

Joomla! Template design and develop by JoomVision.com - http://www.joomvision.com