ახალი ამბები: რეგისტრაცია აუდიტორთა რეესტრში ... - Monday, 12 September 2016 08:16
ქართული (Georgian)English(United Kingdom)

Developed by JoomVision.com

პროფესიონალი ბუღალტრის ახალი განმარტება

2015 წლის ივლისში განათლების საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტმა განათლების კონცეპტუალური საფუძვლების განახლების ფარგლებში გამოაქვეყნა „პროფესიონალი ბუღალტრის“ ახალი განმარტება, რომლის თანახმადაც განათლების საერთაშორისო სტანდარტებისა და განათლების საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტის სხვა გამოცემების მიზნებისათვის:

„პროფესიონალი ბუღალტერი არის ფიზიკური პირი, რომელმაც მიაღწია, ადასტურებს და აგრძელებს პროფესიული კომპეტენციის განვითარებას ბუღალტრის პროფესიული დანიშნულების შესასრულებლად და რომლისგანაც პროფესიული (ბუღალტრული) ორგანიზაცია ან ლიცენზიის გამცემი ორგანო მოითხოვს ეთიკის კოდექსის დაცვას.“

იმავდროულად, ჯერ კიდევ ძალაშია პროფესიონალი ბუღალტრის განმარტება, რომელიც მოცემულია ეთიკის კოდექსში და რომლის თანახმადაც:

„პროფესიონალი ბუღალტერი - ფიზიკური პირი, რომელიც არის ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრი ორგანიზაციის წევრი“.

ამასთან, ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) განათლების საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტმა გამოაქვეყნა მიმოხილვა - პრეზენტაცია იმ ძირითადი ცვლილებებისა, რომელიც შეეხო განათლების საერთაშორისო სტანდარტებს (IESs).

განახლებული განათლების საერთაშორისო სტანდარტების უმრავლესობა (გარდა მე-8 სტანდარტისა, რომელიც ეხება აუდიტორული ფირმების პარტნიორებს და ძალაში შედის 2016 წლიდან) ძალაში შევიდა 2015 წლის 01 ივლისიდან.

სიახლეები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

http://www.ifac.org/news-events/2015-07/iaesb-framework-enhances-clarity-standards?utm_source=IFAC+Main+List&utm_campaign=c78e268fac-IAESB_Press_Release_7_14_157_14_2015&utm_medium=email&utm_term=0_cc08d67019-c78e268fac-80339301

Joomla! Template design and develop by JoomVision.com - http://www.joomvision.com