პროფესიული სერტიფიცირება
პროფესიონალ ბუღალტერთა სერტიფიცირება ეფუძნება, ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის განათლების საერთაშორისო სტანდარტებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვაჭრობისა და განვითარების კონცეფციის მიერ მიღებულ პროფესიონალ ბუღალტერთა კვალიფიკაციის ეროვნული მოთხოვნების დებულებებს.
პროფესიონალ ბუღალტერად აღიარებამდე, პრეტენდენტმა უნდა შეასრულოს განათლების სტანდარტების მოთხოვნები და მოახდინოს იმის დემოსტრირება, რომ იმსახურებს პროფესიონალი ბუღალტრის კვალიფიკაციას.
პრეტენდენტს მოეთხოვება აჩვენოს, რომ გააჩნია:
პრეტენდენტს პროფესიული გამოცდილების შედეგად გამომუშავებული უნდა ჰქონდეს:
პროფესიული ფასეულობების თვალსაზრისით მოეთხოვება:
სერტიფიკაციის გამოცდები მოიცავს ყველა იმ დისციპლინასა და სფეროს, რომელიც მოითხოვება ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის პროფესიონალი ბუღალტრის განათლების შესაბამისი (მეორე) სტანდარტით.
პრეტენდენტმა, თეორიულ ცოდნასთან ერთად, უნდა მოახდინოს პრაქტიკული გამოცდილებისა და პროფესიონალი ბუღალტრის უნარ-ჩვევების დემოსტრირება. ჩვეულებრივ, პრეტენდენტის მიერ პროფესიული ფასეულობების, ეთიკისა და ქცევის მანერების გამოსამუშავებლად საკმარისად მიჩნეულია პრაქტიკული მუშაობის სამწლიანი გამოცდილება.